დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის N14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101/37 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი |
| მიღების თარიღი | 30/06/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/07/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010230000.58.070.016042 |
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: |
| მუხლი 1 |
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტი; ბ) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი; გ) თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტი; ე) სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი; ვ) აუდიტის დეპარტამენტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ზ) აუდიტის დეპარტამენტი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში; თ) ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტი; ი) სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი; კ) ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ლ) იურიდიული დეპარტამენტი; მ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი; ნ) პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური; ო) ადმინისტრაცია; პ) საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულები წარმოადგენენ სამსახურის ადმინისტრაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მხარდაჭერის დეპარტამენტებს.“. 2. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რეგლამენტისა და აუდიტის მეთოდოლოგიის (სახელმძღვანელოს) შესაბამისად, აგრეთვე: ა) უფლებამოსილნი არიან განახორციელონ აუდიტი; ბ)ამტკიცებენ აუდიტის ანგარიშს.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ითვლებიან ხელმძღვანელ აუდიტორებად.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტუქტურული ერთეულები მათთვის განსაზღვრული ფუნქციურ-დარგობრივი მიმართულებების მიხედვით: ა) ახორციელებენ აუდიტს; ბ) უზრუნველყოფენ აუდიტის განხორციელებისას მოპოვებული ინფორმაციისა და მონაცემების სისტემატიზაციასა და ანალიზს; გ) ადგენენ დეპარტამენტის სამუშაო გეგმების პროექტებს, უზრუნველყოფენ აუდიტის გეგმის შესრულებას; დ) შეიმუშავებენ წინადადებებსა და რეკომენდაციებს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის, დარღვევა-ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, პრევენციის, აგრეთვე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულყოფის თაობაზე; ე) უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის მონიტორინგი; ვ) აუდიტის პროცესში თანამშრომლობენ სამსახურის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან; ზ) ასრულებენ გენერალური აუდიტორისა და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში გენერალური აუდიტორის კურატორი მოადგილის დავალებებს. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი: ა) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ამზადებს სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის და წლიური შესრულების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშებთან დაკავშირებით; ბ) ამზადებს სამსახურის დასკვნას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტზე; გ) ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზს და საბიუჯეტო პროცესის მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტს; ე) ახორციელებს სამსახურის წლიური აუდიტორული საქმიანობის დაგეგმვის კოორდინაციასა და მეთოდოლოგიურ უზრუნველყოფას; ვ) ახორციელებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შესრულების მონიტორინგს; ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ახორციელებს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის ანალიზსა და სისტემატიზაციას; თ) კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების მომზადებას; ი) ამზადებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია გენერალური აუდიტორის წინაშე. იგი ეხმარება სამსახურს მიზნების მიღწევაში შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) სამსახურის წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) სამსახურის ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერების, ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; დ) სამსახურის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამსახურის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ვ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამსახურის ინტერესებიდან და მიზნებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.”. 4. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუდიტის დაწყების საფუძველია ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით გენერალური აუდიტორის ან მისი მოადგილის მიერ გაგზავნილი შესაბამისი წერილი აუდიტის დაწყების თაობაზე, რომელშიც უნდა აღინიშნოს აუდიტის ჩატარების ფარგლები (მოცულობა).“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუდიტის ობიექტი უფლებამოსილია, აუდიტის ანგარიშის შესახებ წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს სამსახურს. თუ აუდიტის ობიექტი შენიშვნებს/მოსაზრებებს წარმოადგენს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ აუდიტის ანგარიშის დამტკიცებამდე, მათი განხილვის საკითხს წყვეტს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 4. ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (მოადგილე), აუდიტის ჯგუფთან ერთად, აუდიტის ობიექტის მიერ შენიშვნების/მოსაზრებების წარმოსადგენად დადგენილი ვადის გასვლიდან გონივრულ ვადაში იხილავს აუდიტის ანგარიშს და აუდიტის ობიექტის წერილობით შენიშვნებს/მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამტკიცებს აუდიტის ანგარიშს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები