„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3901-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 31/07/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 30/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.017812
3901-რს
03/07/2015
ვებგვერდი, 10/07/2015
080090020.05.001.017812
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №17, 16.06.2003, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) გარიგების (ოპერაციის) აღსრულება – გარიგების (ოპერაციის) განხორციელება (მათ შორის, ქონების რეგისტრაცია) მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ვ“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა:

ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში;

ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით და ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია  შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.“.

4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მიმართოს სასამართლოს ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშზე) ყადაღის დადების მოთხოვნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (მათ შორის, გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 103 მუხლი:

„მუხლი 103. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითება გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე

1.  საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას, გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს წერილობით მისცეს მითითება არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში (ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება დასვენებისა და უქმე დღეები) შესაბამისი გარიგების (ოპერაციის), აგრეთვე ამ გარიგებასთან (ოპერაციასთან) ან/და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს.

2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ზეპირად (უშუალოდ ან ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით) ან წერილობით, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით მისცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მითითება, რომელიც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, შესაბამისი წერილობითი მითითების მიუღებლობის შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი წყვეტს ზემოაღნიშნული მითითების შესრულებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მითითების მიცემის ფაქტზე დგება წერილობითი ოქმი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.

3. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის  ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ დაუდასტუროს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითების მიღება და განახორციელოს აუცილებელი ღონისძიებები აღნიშნული მითითების დაუყოვნებლივ შესრულების უზრუნველსაყოფად.

4. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ვადის ათვლა იწყება მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითების ან საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მითითების ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით  მიღების მომენტიდან.     

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული  მითითება შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაზე ადრე, თუ საეჭვო გარიგების არსებობის ვარაუდი არ დადასტურდა, აგრეთვე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამისი მითითების გაუქმების თაობაზე, რაც მომდევნო 24 საათის განმავლობაში უნდა გაფორმდეს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებით და გადაეცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს.  

6. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობითი მითითებები (მათ შორის, ელექტრონული ფორმით მიცემული) შეინახოს არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანო ამ მითითებების უფრო მეტი ვადით შენახვას არ მოითხოვს.

7. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური უფლებამოსილია:

ა) უცხო ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპით მისცეს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება;

ბ)  საეჭვო გარიგების შესახებ ვარაუდის არსებობისას  მიმართოს უცხო ქვეყნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების თხოვნით.“.

6. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს (როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი ვადით მომუშავე თანამშრომლებს) არ აქვთ უფლება, შეატყობინონ გარიგების მონაწილე პირს ან სხვა პირს, რომ, ამ კანონით განსაზღვრული მათი ვალდებულებებიდან გამომდინარე, გარიგების შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს გადაეცა ან/და ხორციელდება ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, მათ ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება მიადგეს ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების სათანადო ორგანოებისთვის გადაცემის ან/და ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შედეგად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ამ კანონის შეუსაბამო – უსაფუძვლო ეჭვის საფუძველზე ინფორმაციისა და მასალების საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემის ან მონიტორინგის განმახორციელებელი პირისთვის წერილობითი ან ზეპირი მითითების ამ კანონის 103 მუხლით განსაზღვრული წესით მიცემის შედეგად ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 31 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 ივლისი 2015 წ.

N3901-რს