„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3946-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 040200010.05.001.017865
3946-რს
08/07/2015
ვებგვერდი, 15/07/2015
040200010.05.001.017865
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1. 71-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

2. 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 ივლისი 2015 წ.

N3946-რს