დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 77/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.016983 |
|
,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №147 ბრძანების (სსმ, 19.03.2009წ., №33, სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.012.906) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების მიზნით, დაინტერესებული პირი სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციას წარუდგენს: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილ წერილობით განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების კონკრეტული კლასის/ საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) ინფორმაციას მოწმეთა ვინაობის და საკონტაქტო მონაცემების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს; ე) იმ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც შესაძლოა ინახებოდეს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სხვა რაიმე დოკუმენტს ან ინფორმაციას, რაც ადასტურებს განმცხადებლის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზოგადი განათლების მიღების ფაქტს.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლეს ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში და რომელთაც, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის გარდა, წარმოადგინეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლო 2 ან მეტი წლის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში განიხილავს იმ დაინტერესებულ პირთა სრული ზოგადი განათლების აღიარების საკითხს, რომელთაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უწყვეტად ისწავლეს ბოლო 1 წელი და არანაკლებ 1 წელი - საბაზო საფეხურზე. ობიექტური გარემოებების დადგენა/დადასტურების მიზნით, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას.”. 2. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. დაინტერესებულ პირთა მიერ მათი შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი შეფასების გადაყვანას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შეფასებაზე.”. 3. მე-5 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის, აგრეთვე სრული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამინისტრო/აფხაზეთის სამინისტრო/ადმინისტრაცია გამოსცემს კონკრეტული პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარების თაობაზე სამინისტროს/აფხაზეთის სამინისტროს/ადმინისტრაციის გადაწყვეტილება წარმოადგენს ამ გადაწყვეტილებით აღიარებული განათლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შემდგომი განათლების მიღების საფუძველს.”. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები