დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3978-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 08/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 030000000.05.001.017870 |
|
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი:
„მუხლი 352. სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოების წესი სასამართლოში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით 2015 წლის 1 ოქტომბრამდე შეტანილ სარჩელზე, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, საქმის წარმოება დასრულდეს საერთო სასარჩელო წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 8 ივლისი 2015 წ. N3978-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები