დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/07/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.110.016213 |
|
„აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.110.016014) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მეორე ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:“. ბ) დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები (დროშა,გერბი; თან ერთვის ესიკიზი და ესკიზის განმარტება) თანდართული სახით. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.“. გ) დადგენილების დანართში სიტყვა ,,პროექტი“ ამოღებულ იქნეს; დ) დადგენილების დანართის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,დანართი აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები