„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 388
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/07/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.018774
388
31/07/2015
ვებგვერდი, 03/08/2015
120200010.10.003.018774
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2015 წლის 31 ივლისი

   ქ.თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და პატიმრობის კოდექსის 1251 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივსაშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014წ., 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:        

„მუხლი  4.  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინის­ტ­როს სისტემაში:

1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის უფროსი, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი, გენე­რა­ლუ­­რი ინსპექციის მოსამსახურეები.

3. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, გამომძიე­ბე­ლი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი.

4. სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი დეპარტამენტის უფროსი.

5. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში:

ა) ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, განყოფილების უფროსი;

ბ) პენიტენციურ დეპარტამენტში:

ბ.ა) პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის პირველი მოადგილე, დირექტორის მოადგილე;

ბ.ბ) დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, შტაბის (სამმართველო) უფროსი, შტაბის (სამმართველო) უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსის მოადგილე, მთავარი ინსპექტორი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

ბ.გ) გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ბადრაგირების სამმართველოს ოცეულის მეთაური, ინსპექტორი, ინსპექტორი (გუშაგი), გარე დაცვის სამმართველოს ასეულის მეთაური, ასეულის მეთაურის მოადგილე, ოცეულის მეთაური, სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;

ბ.დ) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს მებრძოლი, უფროსი ინსპექტორი, ინსპექტორი;

გ) პენიტენციური დაწესებულების დირექ­ტო­რი, დირექტორის მოადგილე, უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, სა­მარ­­თ­ლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი, კრიზისების მართვის განყოფილების უფროსი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი