„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 408
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/08/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/08/2015
სარეგისტრაციო კოდი 120200010.10.003.018794
408
03/08/2015
ვებგვერდი, 04/08/2015
120200010.10.003.018794
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №408

2015 წლის 3 აგვისტო

   ქ.თბილისი

 

„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 19.03.2014წ., 120200010.10.003.017862) დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-2 მუხლიდან  ამოღებულ იქნეს  მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-14 პუნქტები.

2. ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

მუხლი 61. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში:  

1. სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

3. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

4. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

5. ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

6. კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მოსამსახურეები.

7. კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტის) მოსამსახურეები.

8. ოპერატიული ღონისძიებების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

10.სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის მოსამსახურეები.

11. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები.

12. ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

13. კადრების მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები.

14. ეკონომიკური დეპარტამენტის   მოსამსახურეები.

15. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.   

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი