დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფილისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1411 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 18/05/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 370.020.000.05.001.001.817 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ.11) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას მიყენებული ზიანი და მისი ანაზღაურება
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას ნაზღაურდება სანაცვლო მიწის ათვისების ხარჯები და ნაკვეთის ჩამორთმევით ან დროებით დაკავებით გამოწვეული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით წესდება მიწის მინაკუთვნი და იგი შეიტანება წიაღის სახელმწიფო ფონდში „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი
2005 წლის 22 აპრილი.
№1411–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები