საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1356
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.799
  • Word
1356
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
080.000.000.05.001.001.799
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე

��� მუხლი 1

�საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-3 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�3. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი იქნება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა და საგადასახადო სანქციები.�.

2. 364-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით პროკურორის ან გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, �

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით ოთხ თვემდე.�.

3. 365-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. იგივე ქმედება, ჩადენილი პროკურორის, გამომძიებლის, დამცველის, ექსპერტის, აღმასრულებლის, სამართალწარმოების სხვა მონაწილის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, წინასწარ გამოძიებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, �

ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.�.

4. 368-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 368. მტკიცებულების განადგურება

მტკიცებულების განადგურება სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის მიერ, �

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.�.

5. 369-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. პროკურორის, გამომძიებლის ან დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია, �

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.�.

6. 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�შენიშვნა: მოწმე, დაზარალებული, ექსპერტი ან თარჯიმანი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ იგი წინასწარი გამოძიების პროცესში ანდა განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ ცრუ ჩვენების ან ყალბი დასკვნის მიცემის ანდა განზრახ არასწორად თარგმნის შესახებ.�.

7. 374-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 374. წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასალების ან წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება იმის მიერ, ვინც კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო მისი გახმაურების აკრძალვის შესახებ, �

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამ თვემდე.�.

��� მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი �� ��� მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1356�Iს