„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 27/08/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016134
23
27/08/2015
ვებგვერდი, 02/09/2015
400020010.16.009.016134
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №23

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 


მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008 წ., №170, მუხ. 1748) შეტანილი იქნას შემდეგი ცვლილება:

 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10  პუნქტი:

„10. გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში,  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი შემდეგი წესით:

ა)   თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი არ აღემატება 15 მმ-ს, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, 30 სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯით მოუწყოს აღრიცხვის კვანძი; ამასთან, თუ აღრიცხვიანობის სიზუსტის, ან ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე საჭიროა ერთზე მეტი აღრიცხვის კვანძის (მათ შორის მრიცხველის) მოწყობა, წყალმომარაგების ლიცენზიატი ასევე ვალდებულია, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მათი მოწყობა;

ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის  სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან,  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოუწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის (მათ შორის მრიცხველის) საფასური.“

ბ) მე- 8 მუხლის

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის ან/და თვის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ან სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის საერთო რაოდენობის გამოთვლა მოხდება მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) ან/და ქსელის უკანასკნელი შემოწმების თარიღიდან (მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა).“;

გ) მე-18 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ნაწილის გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს იმ დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში.“;

დ) 181 მუხლის

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20  დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10  დღის განმავლობაში."

დ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წყალმომარაგების სისტემაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.“;

ე) 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მიმწოდებელი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტლურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“.

 2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №3

„1. ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ვადები და საფასური:

ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთება:

სასმელი წყლის მილის დიამტერი დიამეტრი,      მმ

სასმელი წყლის წარმადობა,   მ3/დღეღამეში

მაქსიმალური მიერთების  პერიოდი,            სამუშაო დღე

სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი

15

0-15

40

500

20

16-30

40

550

25

31-48

50

600

32

49-87

50

650

40

88-108

50

3200

50

109-182

50

3300

63

183-302

50

3400

75

303-432

50

3500

90

432-579

50

5500

110

 

580-732

50

5700

 

150

733-1616

50

 

6000

 ბ) წყალარინების ქსელზე მიერთება:

წყალარინების მილის დიამეტრი მმ

მაქსიმალური მიერთების პერიოდი, სამუშაო დღე

წყალარინების ქსელზე მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით, ლარი

100

40

1000

150

50

11500

200

50

20500

.

3. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოწყობის საფასური (დანართი 4).“.

დანართი №4

აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასური

I

II

III

სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი, მმ

აღრიცხვის კვანძის მოწყობის პერიოდი, სამუშაო დღე

აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური (ლარი, დღგ–ის ჩათვლით)

15

15

90

20

15

100

25

15

185

32

20

210

40

 

20

1130

50

20

1350

 

80

25

2200

100

25

2350

150

25

3500

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია