„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-202
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 04/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2015
ძალაში შესვლის თარიღი 15/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016195
2-202
04/09/2015
ვებგვერდი, 07/09/2015
010240030.22.032.016195
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-202

2015 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნას ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახური.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კარტოფილის, ბოსტნეულის, ბაღჩეულის და საბოსტნე პარკოსანი კულტურების თესვისა და მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიების კვლევა, დამუშავება, გავრცელება.“;

ბ) მე-5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 პუნქტი:

„15.  მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მარცვლოვანი კულტურების ჯიშთა გამოცდა, გასავრცელებლად შერჩევა, სელექციური სამუშაოების წარმოება;

ბ) მივიწყებული და ნაკლებად გავრცელებული მარცვლოვანი კულტურების რეაბილიტაცია და მათი აგროტექნიკის დამუშავება, თესლბრუნვაში მათი ადგილის შერჩევა და ათვისება;

გ) მარცვლოვანი კულტურების კონდიციური თესლის მიღების ტექნოლოგიების სრულყოფა და ფერმერულ მეურნეობაში გავრცელების რეკომენდაციების დამუშავება;

დ) მარცვლოვანი კულტურების ენდემების მოპოვება, სელექციური გაუმჯობესება, გამრავლება და კომერციული შეფასება, მათი გენეტიკურ ბანკში განთავსება და პოპულარიზაცია;

ე) მარცვლოვანი კულტურების წარმოების მინდვრის დღეების მოწყობა, ფერმერთა ტრეინინგების ორგანიზება, ამ კულტურების ფერმერთათვის შეთავაზება მუნიციპალიტეტების მიხედვით ჯიშების შესარჩევად და გასავრცელებლად;

ვ) მარცვლოვანი კულტურების თანამედროვე აგროტექნიკის სრულყოფა, მასში ბიო, ნანო და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 15 სექტემბრიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია