„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-43/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/09/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016352
01-43/ნ
24/09/2015
ვებგვერდი, 24/09/2015
470230000.22.035.016352
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის N281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-43 /ნ

2015 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №281/ნ ბრძანებით  დამტკიცებულ „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესში“ (დანართი 1) შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3.  საავადმყოფო ფურცლის დაბეჭდვა/გაცემას შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

2. მე-12 მუხლის მე-4  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საავადმყოფო ფურცელში ჩანაწერები კეთდება სახელმწიფო ენაზე, გარკვევით:

ა) გრაფებში – „პირველადი”, „გაგრძელება” – სათანადოს გაესმება ხაზი, ხოლო გაგრძელებისას ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის გრაფაში – „პირველადი”, ჩაიწერება პირველადი საავადმყოფო ფურცლის ნომერი;

ბ) გრაფაში – „გაცემის თარიღი”, გაცემის რიცხვი და თვე აღინიშნება სიტყვებით;

გ) გრაფაში „შრომისუუნარობის სახეობა”, შრომისუუნარობის სათანადო სახეობას გაესმება ხაზი;

დ) გრაფაში – „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე გაგზავნის თარიღი” აღნიშნული თარიღი იწერება ექიმის მიერ;

ე) გრაფაში – „სსე დასკვნა”, ჩანაწერს ახდენს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე პასუხისმგებელი შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება;

ვ) გრაფაში – „სამუშაოდან განთავისუფლება”, „რომელი რიცხვიდან” – რიცხვი, თვე და წელი იწერება ციფრებით, ხოლო გრაფაში – “რომელი რიცხვის ჩათვლით” – რიცხვი და თვე იწერება სიტყვებით;

ზ) საავადმყოფო ფურცლის დახურვისას, გრაფაში „შეუდგეს მუშაობას” – რიცხვი და თვე იწერება სიტყვიერად, ხოლო საავადმყოფო ფურცლის გაგრძელების შემთხვევაში ამავე გრაფაში ჩაიწერება – „შრომისუუნარობა გრძელდება” და ახლად გაცემული საავადმყოფო ფურცლის ნომერი და სერია;

თ) სხვა სამუშაოზე დროებით გადაყვანის დროს არ შეივსება გრაფა „სამუშაოდან განთავისუფლება” და შეივსება გრაფა „გადაყვანილ იქნეს დროებით სხვა სამუშაოზე”;

ი) გრაფაში „ექიმის თანამდებობა და გვარი” მიეთითება ექიმის დაკავებული თანამდებობა და გვარი გარკვევით. გრაფაში „ექიმის ხელმოწერა” – ხელს აწერენ ექიმები, რომლებსაც ამ წესის შესაბამისად ევალებათ საავადმყოფო ფურცლის გაცემისა და გაგრძელების გადაწყვეტილების მიღება.”.

3. ბრძანების დანართი 11 (საავადმყოფო ფურცლის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაბეჭდილი ფორმების გამოყენება განხორციელდეს არსებული მარაგების სრულად ამოწურვამდე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო