საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/09/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016139
28
25/09/2015
ვებგვერდი, 02/10/2015
300280000.16.009.016139
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №28

2015 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში” ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

 


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., № 140, მუხლი 1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა. მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური;“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მომხმარებელი არ ასრულებს ამ ან/და კომისიის სხვა წესებით დადგენილ პირობებს ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებებს, რომლებიც, კანონმდებლობის შესაბამისად, ითვალისწინებს ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტას;“;

ბ) მე-3 მუხლის:

ბ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განაწილების ლიცენზიატმა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან ნეს 10 სამუშაო დღისა.“;

ბ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

 ,,10. ამ წესებში მოცემული წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.“;

გ) მე-4 მუხლის:

გ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია, საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად დაუყოვნებლივ წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან.“;

გ.ბ) მე-8 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში უძრავი ქონების საკადასტრო კოდის და საჯარო რეესტრის ამონაწერის ნაცვლად, შესაძლებელია, განაცხადზე თანდართულ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს);“;

გ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. თუ განაცხადში აბონენტად რეგისტრაციის შესახებ პირმა არასწორად მიუთითა ელექტროენერგიის მოხმარების მიზანი ან ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მომხმარებელი ელექტროენერგიას იყენებს არამიზნობრივად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს მომხმარებლის სტატუსი, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს.“; 

დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ. დროებითი მიერთების მსურველმა განაწილების ლიცენზიატს უნდა აცნობოს, თუ რა ვადით ესაჭიროება გამანაწილებელ ქსელზე მიერთება. აღნიშნული ვადის ამოწურვისას (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია  გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება.“;

ე) მე-6 მუხლის:

ე.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტროენერგიის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), მაგრამ არაუმეტეს 20 მეტრის დაშორებით მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან (გარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევისა), თუ ტექნიკური რეგლამენტით ან განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.“;

ე.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. განაწილების ლიცენზიატი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლის, მომხმარებლის და მათგან აღრიცხვის კვანძის, მათ შორის, მრიცხველის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი, ამასთან:

ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ელექტროდანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს განაწილების ლიცენზიატი თავისი ხარჯით;

ბ) აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით;

გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.“;

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელზე მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ელექტროენერგიის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ელექტროენერგიის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ელექტროენერგიის დატაცება, მათ შორის, ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ელექტროენერგიის მოხმარება (გარდა ამ წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა).“;

ვ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71  და 72 პუნქტები:

„71. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ არ არსებობს ამ წესების მე-17 მუხლით გათვალისწინებული აქტი, ან თუ აქტი შედგენილია მე-17 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევით.

72. ამ მუხლის 71 პუნქტის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა განიხილება, როგორც მომხმარებლის მიმართ არამართლზომიერი ქმედება. შესაბამისად, ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ოქმის შემდგენს ან/და იმ საწარმოს, რომლის უფლებამოსილებითაც მოქმედებს ოქმის შემდგენი, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ზ) მე–9 მუხლის:

ზ.ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება, მომხმარებელზე დარიცხული თანხა, საბანკო ანგარიშები და ადგილი (დაწესებულება), სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, აგრეთვე განაწილების ლიცენზიატის სატელეფონო ცხელი ხაზით მომსახურების ნომრები, ხოლო ქვითრის მეორე მხარეს დამატებით დატანილი უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის 52 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ზ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:

„52. ამ წესების შესაბამისად, ქვითარი შეიძლება მომხმარებელს მიეწოდოს ბეჭდური ან მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში -ელექტრონული ფორმით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შესაბამის ფორმატში). ელექტრონულ ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ბოლო ვადა, სამომხმარებლო ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა (კვტ.სთ) და ღირებულება, მომხმარებელზე დარიცხული თანხა. ამასთან, ელექტრონული ფორმით ქვითრის მიწოდების შესახებ შეთანხმებაში, უნდა განისაზღვროს:

ა) ელექტრონული ფორმით ქვითრის მიღების მინიმუმ ორი საშუალება (მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში). შესაძლებელია მხარეთა შეთანხმება ქვითრის მისაღებად ძირითად და ალტერნატიულ ნომრებზე ან/და ელექტრონულ მისამართებზე;

ბ) ელექტრონული ფორმით ქვითრის გამომგზავნის დასახელება, ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ) მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მექანიზმები და საშუალება;

დ) ინფორმაციის ურთიერთგაცვლის (მათ შორის, ქვითრის გამომგზავნის/მიმღების) საშუალების, ნომრის ან/და ელექტრონული მისამართის შეცვლის შესახებ შეტყობინების პირობები;

ე) ადგილი (დაწესებულება), ასევე გადახდის ტექნიკური საშუალების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელია მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე;

ვ) სხვა პირობები და გარემოებები.“;

თ) მე-10 მუხლის:

თ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო  აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში -ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.

თ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დაწყებიდან 6 თვის ვადაში გადაიანგარიშოს დეპოზიტის ოდენობა ბოლო 6 თვის საშუალო მოხმარების მიხედვით.“;

ი) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ელექტროენერგიის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ,,მესამე პირების მფლობელობაში არსებულ ქსელში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის გატარების საფასურის გაანგარიშების წესების’’ შესაბამისად.“

კ) მე-17 მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენლები ვალდებული არიან ადგილზე შეადგინონ შესაბამისი აქტი, რომელიც შესაძლებელია შედგენილი იყოს ელექტრონულად. ამასთან, აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად ელექტროენერგიის მომარაგების შეწყვეტის და შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.“;

ვ.ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად;“;

ვ.გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.“;

ლ) 26-ე მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ელექტროენერგიით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად  რეგისტრაციის მოთხოვნა.“;

ლ.ბ) მე– 3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნა, მიერთების საფასური იანგარიშება შემდეგნაირად:

ა) თუ ობიექტის (სადაც მოხდა აბონენტის გაყოფა) არსებული სიმძლავრე საკმარისია ორივე მომხმარებლის სათანადო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობას დანართი 5–ით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო გამოყოფილი ქონების მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს დანართი 5–ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის  მოწყობის საფასური;

ბ) თუ ობიექტის (სადაც მოხდა აბონენტის გაყოფა) არსებული სიმძლავრე არ არის საკმარისი ორივე მომხმარებლის სათანადო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, გამოყოფილი ქონების მესაკუთრემ უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, წესების 26-ე და 261 მუხლების შესაბამისად.“;

ლ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები (წესების 26-ე და 261 მუხლები) არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში), ხდება (ან ხდებოდა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მისი ელექტროენერგიით მომარაგება.“;

ლ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის, ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის შეცვლა (გარდა გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად – არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლად – რეგისტრაციის მოთხოვნისა) მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხმარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. აღნიშნული საფასურის გადახდის საფუძველს ასევე არ წარმოადგენს სეზონური ობიექტების (კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 6 თვის ვადით) 0,4 კვ. ძაბვაზე და არაუმეტეს 30 კვტ. სიმძლავრით ელექტროენერგიით მომარაგებისათვის, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოებისა და ამ მიზნით გამოყენებული ელექტროდანადგარებისა თუ ობიექტების მომარაგებისათვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე დროებით მიერთება და არსებული მომხმარებლის (აბონენტის) მიერ ალტერნატიული (სარეზერვო) კვებით უზრუნველყოფის შემთხვევა  (ამ შემთხვევაში შესაბამისი განმცხადებელი პასუხისმგებელია ქსელთან მიერთებისთვის საჭირო ტექნიკურად აუცილებელი საშუალებების მოწყობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაღებაზე).“;

ლ.ე) მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:

ა.ბ) 0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან (6/10 კვ და 0.4 კვ) – 800 მ-ის რადიუსში;

ბ.ბ) 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან  6 კმ-ის რადიუსში.“;

მ) 261 მუხლის:

მ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.“;

მ.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიერთებას, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე სრულად გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური.“;

მ.გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. 0,4 კვ (380/220ვ.) და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს განაწილების ლიცენზიატის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) ელექტროენერგიით მომარაგების (განაცხადითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად) დაწყების პერიოდს. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე ან მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ელექტროენერგიით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე). ამასთან, აღნიშნული პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის შესახებ განაწილების ლიცენზიატმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს მისი გამოაშკარავებისთანავე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ასევე განაცხადში მითითებული საშუალებით (წერილობით ან ელექტრონულად), რათა მოხდეს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერება. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა გამოწვეულია განაწილების ლიცენზიატის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად.“;

მ.დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის -ვადის დინების შეჩერების ან გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. ამასთან, მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის ვადის დინების შეჩერება ან გაზრდა შეიძლება მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).“;

მ.ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ადგილი აქვს 6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას  501 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით ან 35/110 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მოთხოვნას 5001 კვტ. სიმძლავრეზე ნაკლები მისაერთებელი სიმძლავრით, ასეთი მიერთება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ახალი მომხმარებლის (მიერთების მსურველის) ტექნიკური აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ აშკარად შეუძლებელია უფრო დაბალი ძაბვის საფეხურზე აღრიცხვის კვანძის მოწყობა.“;

მ.ვ) მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 35 კვ. და უფრო მაღალი ძაბვის ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების (ახალი მომხმარებლის ან მომხმარებლების ელექტრული ქსელის) მიერთების შემთხვევაში, ასევე, ისეთი სახის მიერთების მოთხოვნისას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) ახალი მომხმარებლის (ახალი მომხმარებლის ელექტრული ქსელის) ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის განხილვისას არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წერტილი განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე;

ბ) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები, არსებული განაცხადის შესაბამისად, განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯებთან;“;

მ.ზ) დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე–13, მე–14 და მე–15 პუნქტები:

„13. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები (გარდა 35/110 კვ ძაბვაზე მიერთების შემთხვევისა).  დაუშვებელია განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში.

14. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს  განაწილების ლიცენზიატმა.

15. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №5–ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების მიხედვით და მას წინასწარ ანაზღაურებს ახალი მომხმარებელი.“;

ნ) 30-ე მუხლის მე– 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

,,5. თუ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა (ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის განსაზღვრა შეუძლებელია (ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის  დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). ამასთან, დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე.’’.

ო) 31– ე მუხლის მე– 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმითა და ვადაში კომისიას  წარუდგინოს ანგარიშგება სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, ასევე ყოველკვარტალურად მიაწოდოს კომისიას ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.“;

პ) 32-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს:

„4. ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პირობები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ წესების ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს შორის ან განაწილების ლიცენზიატის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა (ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში) მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.“;

2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ)   „0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური“ (დანართი №4)“.

დანართი 4

„0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. 0,220 კვ, 0,380 კვ და 6/10 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში)  უზრუნველყოფის (ელექტროენერგიით მომარაგების განსაზღვრულ ვადაში დაწყების) შემთხვევაში:

 

 

ძაბვის

საფეხური, კვ


სიმძლავრე, კვტ

ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ

ქსელზემიერთების უზრუნველყოფის 

პერიოდი-ვადა (სამუშაო დღე)

ახალი მომხმარებლის მიერთების

საფასური დღგ-ს ჩათვლით,

ლარი

0.220

1-10

40

400

0.380

1-10

40

1200

10 დან -30

40

4700

30 დან-50

40

7000

50 დან -80

45

10500

80 დან -100

45

12000

100 დან-120

45

14000

120 დან -200

45

21500

200 დან -320

60

33000

320 დან -500

60

50500

500 დან -800

90

80000

 800 დან -1000

90

100000

6.-10

1-500

60

48500

500 დან -1000

90

94000

1000 დან -1500

90

137000

1500 დან -2000

90

177000

2000 დან -3000

90

257500

3000 დან -5000

90

416000

ბ. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის (ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის) შემთხვევაში ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური შეადგენს  ამ პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული  მიერთების საფასურის 50 %-ს (შეთავაზებული პაკეტების მიხედვით).

გ. თუ ადგილი აქვს 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნას და ამ მიერთების უზრუნველყოფისთვის საჭიროა 6-10 კვ ძაბვის ქსელის მშენებლობა, ამ შემთხვევაში მიერთების პერიოდი -ვადა იქნება მოთხოვნილი მისაერთებელი პაკეტით გათვალისწინებული დღეების ორმაგი ოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 90 დღისა.

3. დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №5:

 

ძაბვის საფეხური, კვ

 

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის მოწყობის

ვადა (სამუშაო დღე)

 

აღრიცხვის კვანძის მოწყობის

ღირებულება დღგ-ს ჩათვლით ლარი

0,220

1-10

5

100

 

 

 

 

 

0,380

1-10

10

300

10 დან -30

10

350

30 დან-50

10

600

50 დან -80

10

650

80 დან -100

15

700

100 დან-120

15

750

120 დან -200

15

800

200 დან -320

15

950

320 დან -500

15

1200

500 დან -800

20

1500

 800 დან -1000

20

2200

1000 ≤

20

3000

 

 

6/10

1-500

15

7000

500 დან -1000

20

7500

1000 ≤

20

8000

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრისერგო მესხი
კომისიის წევრიგოჩა შონია