„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 20/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 010230000.18.011.016179
99/04
20/10/2015
ვებგვერდი, 22/10/2015
010230000.18.011.016179
„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №99/04

2015 წლის 20 ოქტომბერი

ქ.თბილისი

 

„ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ფასიანი ქაღალდების  საიდენტიფიკაციო ნომრის მოთხოვნის, მინიჭების და ემისიის დამტკიცებული პროსპექტის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 სექტემბრის №73/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდეგში – ეროვნული ბანკი) მიერ ემიტენტების ემისიის დამტკიცებული პროსპექტის, ასევე იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის  მიერ საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციის, ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრის („ფქსსნ“–ISIN) მინიჭების პროცედურებს“;

2. მე-2 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) რეგისტრაცია – ემისიის დამტკიცებული პროსპექტის, ხოლო კერძო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების ან/და იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის  საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების ძირითადი მონაცემების შეტანის პროცედურა ეროვნული ბანკის მიერ წარმოებულ რეესტრში;

ვ) უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაცია - (შემდგომში: განვითარების ორგანიზაცია) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 19 თებერვლის N16/01 ბრძანებით გათვალისწინებულ განვითარებული სახელმწიფოს წილობრივი მონაწილოებით შექმნილი პირი, რომლის მიზანს წარმოადგენს განვითარების პროექტების დაფინანსება და ხელშეწყობა.“;

3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული ბანკი ფასიან ქაღალდს ფქსსნ-ს ანიჭებს ემიტენტის ემისიის პროსპექტის დამტკიცებისას, ხოლო იმ ემიტენტის, რომლის ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და განვითარების ორგანიზაციის მიერ საჯარო შეთავაზების თაობაზე შეტყობინების მიღებისას, თუ ამავე კლასის ფასიან ქაღალდებს მანამდე ფქსსნ მინიჭებული არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ ფქსსნ მანამდე მინიჭებული უკვე ჰქონდა ამავე ფასიანი ქაღალდების კლასს, უკვე მინიჭებული ფქსსნ გამოყენებულ იქნება ამ პროსპექტით ან შეტყობინებით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდებისათვისაც.“.

4. მე-4 მუხლის პირველი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფქსსნ-ის მინიჭებამდე ეროვნული ბანკი დაადგენს, ფასიანი ქაღალდები სათანადოა თუ არა. ამ მიზნისათვის, ეროვნულ ბანკს ემიტენტმა უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) ემიტენტის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ის შეიქმნა (დაფუძნდა) და ახორციელებს თავის საქმიანობას, ასევე ცვლილებები ემიტენტის  სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ასევე განვითარების ორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია იმ ვებგვერდის მისამართის მითითება, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია;

ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ან ემიტენტის იურიდიული მისამართის მიხედვით შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ასევე განვითარების ორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია იმ ვებგვერდის მისამართის მითითება, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია;

გ) ემიტენტის საფირმო სახელწოდება;

დ) ემიტენტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელები, გვარები და თანამდებობა;

ე) ემიტენტის იურიდიული მისამართი და ფაქტობრივი მისამართი;

ვ) ფასიან ქაღალდებზე ნებისმიერი შეზღუდვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ზ) გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მთლიანი ნომინალური ღირებულება;

თ) სავალო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის გამოშვების და ვადის გასვლის თარიღები;   

თ) წინასწარ დადგენილი სარგებელის განაკვეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

5. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 61 პუნქტი:

„61. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს და განვითარების ორგანიზაციას, ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტების ეროვნულ ბანკში წარდგენა შეუძლია ინგლისურ ენაზე.“.

6. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განცხადების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და ანიჭებს ფასიან ქაღალდებს საიდენტიფიკაციო ნომერს, თუ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე