„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05/75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016199
05/75
22/10/2015
ვებგვერდი, 26/10/2015
040030000.22.054.016199
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/75

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 თებერვლის №05/11 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“, „ღ“ და „ყ“ ქვეპუნქტები:

„ქ) განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა და ძეგლების სახელმწიფო რეესტრისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიის წარმოება, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი, უძრავი და არამატერიალური ძეგლების სა­ხელმწიფო რეესტრში შეტანა და მათი რეესტრიდან ამორი­ცხვა, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენა და მათი ექსპერტიზა;

ღ) უზრუნველყოს ძეგლის  მესაკუთრესთან (კანონიერი მოსარგებლე) ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულებების გაფორმება;

ყ) განახორციელოს კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემა“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე