დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26-111 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/10/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.35.101.016216 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებაში (ვებგვერდი, 23.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010340000.35.101.016058) და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და ,,კ“ ქვეპუნქტების და 122-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ მე-4 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. 2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებულ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესში“ და წესის: ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოს (შემდგომში – „სააგენტო“), რომელიც ამზადებს საკითხს.“. ბ). მე-2 მუხლის მე-4-მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5% -ის ოდენობით. 6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“. გ). მე-2 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ქონების პირდაპირი განკარგვის წესით ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, გარდა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირისა, სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ქირის წლიური საფასურის ოდენობას განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, სააგენტო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით სარგებლობაში გადასცემს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებას. 12. პირდაპირი განკარგვის წესით თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. თბილისის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არაუმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. 13. ამ მუხლის პირველი, მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით, ქონება უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა ან თხოვების ფორმებით, პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური პარტიისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს და მუნიციპალიტეტის 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოს. ქონება უსასყიდლო სარგებლობის უფლებით შეიძლება აგრეთვე გადაეცეს ფიზიკურ ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირს ქონებაზე ინვესტიციის განხორციელების ან/და ხარჯების გაწევის პირობით.“. დ). მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე შესულ განაცხადებას სააგენტო იხილავს ინიციატორის მიერ განცხადების წარმოდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და ამ წესის მე-2 მუხლის: ა) მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამოუკიდებლად ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს; ბ) მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სააგენტო ადგენს პირობებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე; გ) მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტო საკითხს წარუდგენს ქ. თბილისის მთავრობას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პირდაპირი განაკრგვის წესით ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით.“. ე). მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში) ცვლილება შეაქვს სააგენტოს. მე-2 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცვლილება შედის სააგენტოს მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით. მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულებაში (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში) ცვლილება შეაქვს სააგენტოს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობის საფუძველზე. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები