„სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-55/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 05/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016364
01-55/ნ
05/11/2015
ვებგვერდი, 06/11/2015
470230000.22.035.016364
„სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-55/ნ

2015 წლის 5 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 12 აპრილის №92/ნ ბრძანებაში (სსმ III, 16.04.2010 წ., №41, მუხ. 637) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს,,11“ პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. სამედიცინო წარმოებისას გამოსაყენებელი სამედიცინო კლასიფიკატორები (პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორი ICPC-2-R, სკანდინავიური ქვეყნების ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორის (NCSP), ლაბორატორიული ჩარევების კლასიფიკატორი, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია (ICD-10) ხელმისაწვდომია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: (classifications.moh.gov.ge).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული:
ა) №1 დანართის (პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორის ICPC-2-R გამოყენების წესი):
ა.ა) მე-8 პუნქტის (პირველადი ჯანდაცვის საერთაშორისო კლასიფიკატორი, მეორე შესწორებული გამოცემა ICPC-2-R: ცხრილური ჩამონათვალი) ცხრილის ,,A - ზოგადი და სხვაგვარად დაუზუსტებელი”-დან ,,Z29 სოციალური პრობლემები სხვა გვარად არ არის დაზუსტებული“ - მდე (იგულისხმება: გარემოს პრობლემები, სიმულაცია - ჩათვლით) ამოღებულ იქნეს;
ა.ბ) მე-9 პუნქტი (ICD-10-ის შესატყვისი კოდები) ამოღებულ იქნეს;
ბ) №2 დანართის (სკანდინავიური ქვეყნების ქირურგიული პროცედურების კლასიფიკატორის (NCSP) გამოყენების წესი) მე-6 მუხლის (ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები) №2 დანართი ამოღებულ იქნეს;
გ) №3 დანართის (ლაბორატორიული ჩარევების კლასიფიკატორის გამოყენების წესი) მე-3 მუხლის (კოდირების პრინციპები) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო