საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 917
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 18/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.001.693
  • Word
917
29/12/2004
სსმ, 5, 18/01/2005
080.000.000.05.001.001.693
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:

1. კოდექსს დაემატოს 2001 და 2002 მუხლები შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2001. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება

1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

დ) იმ პირის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება.

    მუხლი 2002. აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა

1. პირის მიერ აქციზური მარკების მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის იმპორტიორის მიერ აქციზური მარკები საქონელზე დასატანად გადაეცემა იმპორტირებული აქციზური საქონლის მწარმოებელს,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 თვემდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ;

გ) დიდი ოდენობით,–

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;

ბ) სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;

გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;

დ) იმ პირის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი აქციზური მარკის მეორადი გამოყენების მიზნით გასაღება, შეძენა და გამოყენება ან/და მათი სხვა პირისათვის გადაცემა. აქციზური მარკების მეორად გამოყენებად ითვლება მათი ნიშანდებული საქონლიდან აძრობა და სხვა ანალოგიური სახეობის არამარკირებულ საქონელზე დატანა.“.

2. 218-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 218. გადასახადისათვის თავის არიდება

1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდება,–

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) არაერთგზის;

ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით,–

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ითვლება:

ა) საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის შესახებ განცხადების წარდგენისათვის დადგენილი ვადის ამოწურვიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

ბ) თუ დამალული გადასახადი აღემატება გადასახდელი გადასახადის 25 პროცენტს და 100 000 ლარს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, თუ დამალული გადასახადი აღემატება გადასახდელი გადასახადის 30 პროცენტს და 120 000 ლარს.

3. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება და მასალები მოკვლევისათვის არ გადაიგზავნება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შეტყობინების მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი იქნება დამატებით გადასახდელად დაკისრებული გადასახადების ძირითადი თანხა და საგადასახადო სანქციები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№917–რს