„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4610-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 170000000.05.001.018016
4610-Iს
10/12/2015
ვებგვერდი, 22/12/2015
170000000.05.001.018016
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21–25 პუნქტები:

„21. ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის „მაღალმთიანი დასახლების“ სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

22. იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

23. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის ფინანსური დახმარების გაწევის წესს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

24. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს შეუძლია სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა დასახლებაში გააგრძელოს. თუ ეს დასახლება ნოტარიუსის მიერ მასში სანოტარო საქმიანობის გაგრძელების დროისათვის ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამავე მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

25. ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განათავსებს, სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამ მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში დაწყების შემთხვევაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე უნაზღაურებს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისათვის გადახდილ საფასურს.“.

3. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნისას იუსტიციის მინისტრი სანოტარო ბიუროს განთავსების ადგილად ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებას უთითებს.“.

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) რომელიც უარს ამბობს სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელებაზე.“.

5. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ყოველი წლის დასაწყისში, არაუგვიანეს 1 თებერვლისა, იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალურ რაოდენობას და იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ნოტარიუსთა თანამდებობების მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა იყოს ამ რაოდენობის განსაზღვრის დროისათვის თანამდებობაზე მყოფი ნოტარიუსების საერთო რაოდენობაზე ნაკლები.“.

6. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) ამ კანონის მე-11 მუხლის 2პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების შეწყვეტა.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს სანოტარო ბიურო, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობას ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაცვით ირჩევს ნოტარიუსი. მას უფლება აქვს, სამუშაოზე მიიღოს და სამსახურიდან გაათავისუფლოს პირები საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად და განკარგოს სანოტარო მოქმედების შესრულებით მიღებული შემოსავალი.“.

8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნოტარიუსის მიერ სამსახურებრივი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენს თანხა, რომელიც ნოტარიუსს რჩება სანოტარო ბიუროს შენახვის ხარჯების, კანონით დადგენილი გადასახადებისა და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სავალდებულო გადასახდელების გადახდის შემდეგ იმ თანხიდან, რომელიც მან ნოტარიუსისათვის განკუთვნილი საზღაურის სახით მიიღო. ნოტარიუსის შემოსავალს შეიძლება აგრეთვე შეადგენდეს სხვა ფინანსური შენატანები, რომელთა მიღებაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის, ნოტარიუსის მიერ სანოტარო საქმიანობის ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში განხორციელების პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი.“.

მუხლი 2

1. ნოტარიუსს, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ დაინიშნა თანამდებობაზე ისეთ დასახლებაში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში), რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, თანამდებობაზე დანიშვნიდან ამ კანონის ამოქმედებამდე გასული პერიოდი ჩაეთვლება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულ 3-წლიან ვადაში, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას ისევ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს. ეს ნოტარიუსი ამ კანონის ამოქმედებიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2პუნქტის შესაბამისად, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას ისევ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს.

2. ნოტარიუსი, რომელიც თანამდებობაზე დაინიშნა ისეთ დასახლებაში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებაში), რომელიც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება შეტანილი, და რომლის თანამდებობაზე დანიშვნიდან ამ კანონის ამოქმედებამდე 3 წელი ან 3 წელზე მეტია გასული, საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან მიიღებს ფინანსურ დახმარებას „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2პუნქტის შესაბამისად, თუ იგი ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სანოტარო საქმიანობას ისევ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ დასახლებაში ახორციელებს.

3. ამ კანონის ამოქმედების დღიდან 30 დღის ვადაში:

ა) საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრა, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის;

ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით უზრუნველყოს ნოტარიუსის მიერ მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, სანოტარო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში მისთვის ფინანსური დახმარების გაწევის წესის დადგენა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

10 დეკემბერი 2015 წ.

N4610-Iს