„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 637
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 033013000.10.003.019024
637
18/12/2015
ვებგვერდი, 23/12/2015
033013000.10.003.019024
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №637

2015 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 38, 27/03/2009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 49-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 491 პუნქტი:

„491. პიკეტი საავტომობილო გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი.“.

2. 95-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. შესაძლებელია I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღება სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რაც უნდა დადასტურდეს მშენებლობის დამკვეთი სახელმწიფო ორგანოს მიერ წარდგენილი, ამ დადგენილების 96-ე მუხლის 41 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად. I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღება განხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.“.

3. 96-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. შენობა‑ნაგებობის (გარდა I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდებისა და ღონისძიებების გათვალისწინებით შედგენილი მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტი. ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის ნებართვის გამცემ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულო არ არის;

ბ) შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ნახაზები (მათ შორის, განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით შედგენილი და შესაბამისი სართულ(ებ)ის გეგმები ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლის მითითებით) 3 ეგზემპლარად და განმარტებითი ბარათი;

გ) შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მისაღებად წარდგენილ ნაწილ(ებ)ში, მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, ხოლო სამრეწველო და საწარმოო ობიექტების შემთხვევაში დამატებით დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციის და დამკვეთის მიერ;

დ) საექსპერტო დასკვნა მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტის მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებთან შესაბამისობის, მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდებისა და განხორციელებული ღონისძიებების მშენებლობის ორგანიზების ახალი პროექტით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობისა და შენობა-ნაგებობის ნაწილ(ებ)ის შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციის (ფუნქციონირება) მზადყოფნის შესახებ;

ე) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღების დროს განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის პიკეტ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია;

ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის სამშენებლო დოკუმენტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი:

ბ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს დადებითი დასკვნა;

ბ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოების მიერ შეთანხმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საავტომობილო გზაზე/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების პირობები.“.

4. 97-ე მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. შენობა-ნაგებობის (გარდა I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ისა) ნაწილ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) 96-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობა;

ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  დამკვეთის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სახელმწიფო ზედამხედველისათვის შენობა-ნაგებობის დათვალიერებაზე უარის თქმა ან ხელის შეშლა;

გ) სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა;

დ) მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დადგენილი მეთოდების და ღონისძიებების შეუსრულებლობა ან განხორციელებული ღონისძიებების შეუსაბამობა წარდგენილი მშენებლობის ორგანიზების საბოლოო პროექტთან, უარყოფითი საექსპერტო შეფასება ან/და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. I და II კატეგორიის საავტომობილო გზის/საავტომობილო გზის მონაკვეთ(ებ)ის ნაწილობრივ ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია ამ დადგენილების 96-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარუდგენლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი