საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2015 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2015 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 14/129136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2015
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2015
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
14/129136
10/12/2015
ვებგვერდი, 21/12/2015
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე 2015 წლის ანგარიში
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების 2015 წლის ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი:

·                     2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 210 (ორას ათი) წერილობითი მოთხოვნა. მათგან ამომწურავი პასუხი გაეცა 189 (ას ოთხმოცდაცხრა) განმცხადებელს;

·                     6 (ექვსი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის საგადასახადო საიდუმლოებად მიჩნევის გამო;

·                      2 (ორი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას;

·                      მიმდინარე შესრულების პროცესშია 13 (ცამეტი) განცხადება;

·          საანგარიშო პერიოდში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსულია 1 (ერთი) ადმინისტრაციული საჩივარი. ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად და ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით დაუბრუნდა განმცხადებელს;

·                     სამინისტროს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია;

·                     საანგარიშო პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის (Nბს-253-249(კ-15) და Nბს-403-398 (კ-14)) განჩინებებით დაევალა 2 (ორი) განმცხადებლის მიმართ საჯარო ინფორმაციის გაცემა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, თანხები არ გადაუხდია;

·                     აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზირებული სისტემები (eDocument, EHRMS), შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მატერიალურ ბაზებთან ერთად იყენებენ საჯარო მონაცემების ელექტრონულ ბაზებს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში აგროვებენ, ამუშავებენ და ინახავენ საჭირო პერსონალურ მონაცემებს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში სამინისტროში დასაქმებულ პირთა პერსონალური ინფორმაცია გაიცა თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების საკითხებთან დაკავშირებით 4 (ოთხი) შემთხვევაში და ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის წევრთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების სახით 1 (ერთი) შემთხვევაში;

·                     საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

·                     საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი თეონა ჯინჭარაძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური:

·                     2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა  სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საჯარო ინფორმაციის თაობაზე შემოვიდა 21 (ოცდაერთი) განცხადება და ყველა მათგანზე გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური:

·                     2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე  სახაზინო სამსახურში შემოვიდა 43 (ორმოცდასამი) წერილობითი მოთხოვნა. მათგან 39-ს (ოცდაცხრამეტი) გაეცა პასუხი, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 40-ე მუხლის შესაბამისად, ვადების დაცვით;

·                     შესრულების პროცესშია 4 (ოთხი) მოთხოვნა;

·                     ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა ერთი საჩივარი, რომელიც დაკმაყოფილდა;

·                     საჯარო ინფორმაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილების ან მათზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს სახაზინო სამსახურში წარმოადგენს სამსახურის უფროსი. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა სახაზინო სამსახურში არ დაფიქსირებულა.

სსიპ შემოსავლების სამსახური:

·                     შემოსავლების სამსახურში 2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე შემოსულია 1000 (ათასი) წერილობითი მოთხოვნა;

·                     მოთხოვნილ ინფორმაციაზე უარი ეთქვა 224 (ორას ოცდაოთხი) განმცხადებელს; დაკმაყოფილდა 758 (შვიდას ორმოცდათვრამეტი) განცხადება;

 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 18 (თვრამეტი) განცხადება.

სსიპ-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო:

·                     2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 60 (სამოცი) განცხადება, აქედან, საჯარო ინფორმაცია გაიცა 55(ორმოცდათხუთმეტ) შემთხვევაში:

·                     1 (ერთი) შემთხვევაში განმცხადებელს უარი ეთქვა ინფორმაციის მიწოდებაზე, ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაცია, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, წარმოადგენდა პერსონალურ ინფორმაციას;

·                     1 (ერთ) შემთხვევაში, განმცხადებელმა მოითხოვა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა უშუალოდ ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, განმცხადებელს ეცნობა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საქმიანობა არ ითვლება საჯარო სამსახურად;

·                     1 (ერთ) შემთხვევაში განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე80 მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით გადაეგზავნა შესაბამის ორგანიზაციას;

·                     2 (ორი) განცხადება, რომელიც სააგენტოში შემოსული 2015 წლის 7 დეკემბერს დამუშავების პროცესშია;

·                     ამასთან, სააგენტოს თანამშრომელთა მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მოთხოვნების დარღვევის და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა 2015 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა.

სსიპ-საფინანსო-ანალიტიკური სამსახური:

·                     2015 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე სამსახურში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის 11 (თერთმეტი) მოთხოვნა, მათ შორის, 10 (ათი) მოთხოვნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის 2013 წლის 03 დეკემბრის №75 ბრძანებით დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის, სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის ჯაბა ხმალაძის, აგრეთვე, სამსახურის უფროსის გიორგი კურტანიძისა და სამსახურის უფროსის მოადგილის გიორგი ბაბაკიშვილის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ხოლო 1 (ერთი) მოთხოვნა კომპეტენციის შესაბამისად გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამსახურში არ მიღებულა. ამასთან, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნა სამსახურში არ შემოსულა;

·                     სამსახურში ფუნქციონირებს საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა (eDocument), შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა აღნიშნულ პროგრამაში ხორციელდება ავტომატურ რეჟიმში;

·                     სამსახურში პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა ხორციელდება სამსახურის საკადრო უზრუნველყოფის (მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) ფუნქციონირების), საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის (eDocument) ფუნქციონირებისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის, აგრეთვე, საკუთრებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით. ამასთან, სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილისათვის გაცემული პრემიებისა და დანამატების, აგრეთვე, სამუშაო გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გაიცა 2 (ორიმოთხოვნის შემთხვევაში

·                     სამსახურში დასაქმებულების მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია;

·                     საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სამსახურში შემოვიდა 1 (ერთი) ადმინისტრაციული საჩივარი, თუმცა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამსახურში გადაწყვეტილება არ მიღებულა;

·                     სამსახურს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაუწევია. ამასთან, ვინაიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ სამსახურში გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, არ გასაჩივრებულა, სამსახურს გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ, თანხები არ გადაუხდია.

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია:

·                     2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 10 დეკემბრამდე, სსიპ-ფინანსთა  სამინისტროს აკადემიაში საჯარო ინფორმაციის გაცემათან დაკავშირებით შემოვიდა 26 (ოცდაექვსი) განცხადება და ყველა მათგანზე გაცემულ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

მინისტრი           ნოდარ ხადური