„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-267
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016200
2-267
23/12/2015
ვებგვერდი, 24/12/2015
040030000.22.032.016200
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-267

2015 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 14.01.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.016006) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1.    პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.“.

2.    მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი არის მთავარი ვეტერინარი, მეორე მთავარი მცენარეთა დამცველი, მესამე – სურსათის უვნებლობის მთავარი ინსპექტორი. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით.“ .

3.    მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოსგან, რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სურსათის დეპარტამენტი;

ბ) ვეტერინარიის დეპარტამენტი;

გ) ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ე) იურიდიული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი;

ზ) ხარისხის მართვის დეპარტამენტი;

თ) მომსახურების დეპარტამენტი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;

კ) მობილური რეაგირების ჯგუფი.

3. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოა – რეგიონული მართვის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) თბილისის სამმართველო;

ბ) გურიის რეგიონული სამმართველო;

გ) იმერეთის რეგიონული სამმართველო;

დ) კახეთის რეგიონული სამმართველო;

ე) მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო;

ვ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონული სამმართველო;

ზ)  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო;

თ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო;

ი)  ქვემო  ქართლის რეგიონული სამმართველო;

კ)  შიდა ქართლის    რეგიონული სამმართველო;

ლ) აჭარის   რეგიონული სამმართველო;

მ)   აფხაზეთის  რეგიონული  სამმართველო.“.

4.    მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტრურული  ქვედანაყოფების ფუნქციები

1. სურსათის დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) სურსათის/ცხოველის    საკვების    უვნებლობის    სახელმწიფო    კონტროლის    წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელების რეგისტრაცია;

დ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ე) ჰიგიენური და კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ვ) ბიზნესოპერატორის საფრთხეების შიდა კონტროლისა და მიკვლევადობის სისტემების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ზ) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად.

თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

2. ვეტერინარიის დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და კონტროლი;

ბ) ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) ვეტერინარული  პრეპარატების რეგისტრაცია;

დ) ვეტერინარული პრეპარატების, არასასურსათო ცხოველის საკვების და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფა;

ე) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

ვ)    კომპეტენციის    ფარგლებში    ვეტერინარული    სერტიფიკატის    გაცემა    და    გაცემაზე კონტროლი;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის უზრუნველყოფა;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

3.  ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება; მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

ბ) ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის შემუშავება;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება;

დ) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

ე) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

ვ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ზ) ფიტოსანიტარიული მონიტორინგი;

თ) ფიტოსანიტარიული და რეექსპორტის ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის გაცემა და გაცემაზე კონტროლი;

ი) რისკის შეფასების საფუძვლზე რისკის მართვისა და კომუნიკაციის განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;

კ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება;

გ) სააგენტოს    კომპიუტერული     ქსელისა     და    ტექნიკის     შეუფერხებელი    მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტიანი ადმინისტრირება;

ე) სააგენტოს ქონების განკარგვის ორგანიზება;

ვ) ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;

ზ) პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

5.  იურიდიული დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სააგენტოს ფუნქციების განხორციელებისათვის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

ბ) სამართალწარმოების განხორციელება – სააგენტოს ინტერესების დაცვა სასამართლოში, სააგენტოში შემოსული ადმინსტრაციული საჩივრების განხილვის უზრუნველყოფა;

გ) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და კონვენციებზე დასკვნების მომზადება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ევროკავშირის  კანონმდებლობასთან დაახლოების უზრუნველყოფა.

6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა;

გ) ბუღალტრული    აღრიცხვის ორგანიზება.

7. ხარისხის მართვის დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მისი დანერგვის გეგმის შემუშავება;

ბ) სააგენტოს სამოქმედო სახელმძღვანელოების და მეთოდოლოგიური დოკუმენტების შემუშავების ინიცირება და შემუშავება სააგენტოს სპეციფიკის გათვალისწინებით;

გ) სააგენტოში მიმდინარე პროცესების ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციის შეკრება- ანალიზი და მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე,  ღონისძიებების შემუშავება;

დ) ხარისხის სისტემის ეფექტურობის ყოველწლიური შეფასება და ანალიზი, მისი შემდგომი გაუმჯობესების მიზნით;

ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სააგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის შესაბამისობის კვლევა, კვალიფიკაციის ამაღლების ინიცირება.

8. მომსახურების დეპარტამენის  ფუნქციები:

ა) ვეტერინარული და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვის გაცემა;

ბ) იმ პირთა კმაყოფილების კვლევის, შესწავლის/შეფასების უზრუნველყოფა, რომლებიც სარგებლობენ სააგენტოს მომსახურებით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და საპასუხო კორესპონდენციის გაცემა.

9. საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის  ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;

გ) სააგენტოს ვებგვერდზე ინფორმაციის პერიოდული განახლება;

დ) სააგენტოს საქმიანობის შესახებ რეკლამების, საგაზეთო სტატიებისა და ვიდეორგოლების მომზადებაში მონაწილეობა.

10. მობილური რეაგირების ჯგუფის  ფუნქციებია:

ა) განსაკუთრებულ შემთხვევებში სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) ოპერატიულად გასვლა და სიტუაციის (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით) შესწავლა;

ბ) მიღებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაანალიზება, გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებების /ქმედებების განხორციელება.

11. რეგიონული მართვის დეპარტამენტის და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების  ფუნქციებია:

ა) მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის/ცხოველის  საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სერტიფიკატების გაცემა;

გ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. “.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან.

 


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ კერესელიძე