„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1358
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 28/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 100.090.000.05.001.001.801
  • Word
1358
20/04/2005
სსმ, 19, 28/04/2005
100.090.000.05.001.001.801
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ.187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პოლიციას უფლება არა აქვს, გაამჟღავნოს სახელმწიფო, სამსახურებრივი ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, გამოძიების მასალები, ინფორმაცია, რომელიც ეხება მოქალაქის პირად ცხოვრებას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7.პოლიციის თანამშრომლობა სხვა ორგანოებთან

საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, მისი თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით პოლიცია თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მშრომელთა კოლექტივებთან და მოქალაქეებთან.“.

3. მე-8 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დაიწყოს გამოძიება და გამოძიების დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პროკურორს;“.

4. მე-9 მუხლის „გ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 20 აპრილი.

№1358-Iს