დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020020.35.152.016245 |
|
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 თებერვლის №6 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 18/02/2015, 210020020.35.152.016213) შეტანილი იქნეს ცვლილება. კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
„2. ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 000-ზე (სამოცდახუთი ათასზე) დაბალია, გათავისუფლდნენ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად“. ,,დანართი №2 დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი იურიდიული პირებისათვის
შენიშვნა: მოსაკრებლის გაანგარიშების ფორმულა: მ = წ. დ. ნ. / 12 X ტ. მ – მოსაკრებელი ერთ თვეზე. წ. დ. ნ. – ნარჩენების წლიური დაგროვების ნორმა. ტ _ 1 მ3 ნარჩენის შეგროვება, ტრანსპორტირების ტარიფი.“ |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები