დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების შექმნისა და საქმიანობის წესის (ტიპური დებულების) დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.160.016352 |
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების შექმნისა და საქმიანობის წესის (ტიპური დებულების) დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 852 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში შეიქმნას საერთო კრებები დანართის შესაბამისად (დანართის №1) და დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების საქმიანობის წესი (ტიპური დებულება) დანართის შესაბამისად (დანართი №2).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს რუკა თანდართული რედაქციით (დანართი №3).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 8 იანვრიდან. |
|
დანართი 1
|
ს ა ე რ თ ო კ რ ე ბ ე ბ ი
|
|
დანართი 2
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების საქმიანობის წესი
(ტიპური დებულება) |
თავი I
ზოგადი დებულებები |
მუხლი 1.
წესის მოქმედების სფერო |
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში საერთო კრებების საქმიანობის წესი-ტიპური დებულება (შემდგომში-დებულება) განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმის - საერთო კრებების შექმნის, მოწვევის, საქმიანობის წესს და მის უფლებამოსილებებს.
2. ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის მერია საერთო კრებების საქმიანობის კოორდინირებას ახორციელებს უფლებამოსილი მოხელ(ებ)ისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირის მეშვეობით. 3. საერთო კრებების საქმიანობის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს რუსთავის მერი საკრებულოს თანხმობით. 4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე საერთო კრების შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით. 5. პირები, რომლებიც განახორციელებენ წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ საქმიანობას ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ რუსთავის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტები. |
მუხლი 2.
დებულების მიზანი |
დებულების მიზანია ორგანიზაციული პირობების შექმნა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ქმედითი ჩართულობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობა. |
თავი II
საერთო კრება, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი
|
მუხლი 3.
დასახელების საერთო კრება |
ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა; გ) გამჭვირვალობა; დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა; ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა; ვ) თანასწორობა.
|
მუხლი 4.
საერთო კრების რჩეული, მისი არჩევის წესი და უფლებამოსილება |
3. რჩეულის კანდიდატურის დასახელებისას მისი მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში უნდა მიეთითოს დასახელებული კანდიდატი და მხარდამჭერი პირის: ა) სახელი, გვარი; ბ) პირადი ნომერი; გ) მისამართი. 4. რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე. 5. კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ ღია კენჭისყრით ტარდება რჩეულის არჩევნები და კრების წევრები ხელმოწერებით(პირადი ნომრების მითითებით) ადასტურებენ მათთვის სასურველი კანდიდატურის მხარდაჭერას. 6. თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნირი შედეგები აჩვენა, არჩევნები ხელახლა ტარდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. 7. საერთო კრების რჩეული უძღვება საერთო კრებას, უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებში წარდგენას, აგრეთვე ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. 8. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მომდევნო საერთო კრების შეკრებამდე ვადით. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად გრძელდება, თუ მომდევნო საერთო კრება საერთო კრების ახალ რჩეულს არ აირჩევს. საერთო კრების რჩეულის უფლებამოსილება ავტომატურად შეიძლება გაგრძელდეს ზედიზედ არაუმეტეს 5-ჯერ. 9. საერთო კრების საქმიანობაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქალისა და მამაკაცის თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.
|
მუხლი 5.
საერთო კრებების უფლებამოსილება |
ა) განიხილოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკომომიკური საკითხები და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადენლობითი ორგანოებისათვის წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; ბ) განიხილოს შესაბამის დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და მუნიციპალიტეტის ორგანოებს წარუდგინოს დასაბუთებული შენიშვნები და წინადადებები; გ) განიხილოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები და მუნიციპალიტეტის ორგანოებში წარსადგენად მოამზადოს შესაბამისი შენიშვნები და წინადადებები; დ) ორგანიზება გაუწიოს შესაბამისი დასახლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, კერძოდ, დასახლების ტერიტორიის დასუფთავებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში, დასახლების ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მოწესრიგებაში და სხვა იმ სფეროებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოებს; ე) მიიღოს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად პეტიციის წარდგენის შესახებ; ვ) მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით განიხილოს დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხები და მოამზადოს შესაბამისი წინადადებები; ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარდგინებით განიხილოს დასახლების ტერიტორიაზე არსებული ქონების მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეტანის საკითხი და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საკუთარი შენიშვნები; თ) განიხილოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრებაზე ინიციირებული საკითხი; ი) უფლებამოსილების ფარგლებში დავალებები მისცეს საერთო კრების რჩეულს; კ) განახორციელოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და ამ დადგენილებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
|
მუხლი 6.
საერთო კრებების შექმნის და მოწვევის წესი
|
საერთო კრების მოწვევის ინიციირების უფლება აქვთ: ა) შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს – საკუთარი ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით; გ) საერთო კრების რჩეულს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ინიციირებისათვის შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ 3 ამომრჩევლის შემადგენლობით იქმნება საინიციატივო ჯგუფი. საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე. განცხადებაში უნდა მიეთითოს საინიციატივო ჯგუფის წევრის სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (არსებობის შემთხვევაში). განცხადებას თან უნდა ერთოდეს საინიციატივო ჯგუფის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები და საერთო კრების დღის წესრიგი. საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საინიციატივო ჯგუფმა კონკრეტულად უნდა ჩამოაყალიბოს. 3. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის მერია. საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი მოხელე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. 4. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჯაროდ ქვეყნდება. 5. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ადგილობრივი თვითმმართველობის მოთხოვნები ან/და საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილი საკითხების განხილვა-გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ან/და საერთო კრების უფლებამოსილებას. 6. საინიციატივო ჯგუფის წევრს უფლება აქვს, რეგისტრაციაზე მუნიციპალიტეტის მერის ან უფლებამოსილი მოხელ(ებ)ის უარი გაასაჩივროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 7. საინიციატივო ჯგუფი საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის შედგენას იწყებს რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან. სიაში მიეთითება შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა. სიის ყოველ ფურცელს ხელს აწერს საინიციატივო ჯგუფის წევრი. 8. რეგისტრაციის ცნობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა საინიციატივო ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის თარიღი, დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში). განცხადებას თან ერთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესით შეგროვებული, შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 5%-ის ხელმოწერები. 9. საერთო კრების მოწვევის თარიღად შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენის დღიდან არაუადრეს მე-15 დღე. 10. საერთო კრება უფლებამოსილია შეიკრიბოს საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის ცნობის მიღების შემთხვევაში. რეგისტრაციის ცნობას გასცემს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი მოხელ(ებ)ე შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მოთხოვნები. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის უარი შეიძლება გასაჩივრდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 11. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჯაროდ ქვეყნდება ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას რეგისტრაცია არ ესაჭიროება. აღნიშნულ შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება ამ მუხლის მე-8–მე- 11 პუნქტებით განსაზღვრული წესით, გარდა საერთო კრების მოწვევის ინიციატივის მქონე ამომრჩეველთა სიის წარდგენის პროცედურისა. 13. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის ინიციირება ხდება ამ მუხლის მე-4, მე-9 და მე-11 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობით მუნიციპალიტეტის მერის მიერ საერთო კრების მოწვევის პროცედურას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის მერს უფლება არ აქვს, საერთო კრების დღის წესრიგში შეიტანოს საერთო კრების რჩეულის არჩევის საკითხი. 14. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევა წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. 15. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას, უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მერია და საინიციატივო ჯგუფი, აგრეთვე საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში). |
მუხლი 7.
საერთო კრებების საქმიანობის წესი |
1. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო კრების წევრთა არანაკლებ 20%-ისა. საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რეგისტრაციის ორგანიზებას უზრუნველყოფს/ უზრუნველყოფენ საინიციატივო ჯგუფი ან/და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი მოხელეები ან/და საერთო კრების წევრები. რეგისტრაციისას მიეთითება საერთო კრების წევრის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი და ხელმოწერა.2. საერთო კრების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საინიციატივო ჯგუფის ის წევრი, რომლის ხელმოწერაც შესაბამის განცხადებაში პირველია მითითებული, ხოლო მისი არყოფნისას – საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრი ან საინიციატივო ჯგუფის თანხმობით – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი. საერთო კრების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების საქმიანობას წარმართავს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების საქმიანობას წარმართავს საერთო კრების რჩეული.
3. საერთო კრების ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საერთო კრების მდივანი. საერთო კრების „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 854 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საინიციატივო ჯგუფის წევრი, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 854 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოწვევის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი მოხელ(ებ)ე. იმ დასახლებაში, სადაც არჩეულია საერთო კრების რჩეული, საერთო კრების მდივნის ფუნქციას ასრულებს საერთო კრების რჩეული ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. 4. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ხმების უმრავლესობით. კენჭისყრა, როგორც წესი, ხელის აწევით იმართება. კენჭისყრის ფორმას საერთო კრების წევრებს აცნობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კენჭისყრის სხვა ფორმა. საერთო კრების ეტაპობრივად, დასახლების ცალკეულ ნაწილებში გამართვისას ჯამდება საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა ყველა ხმა. 5. საერთო კრებაზე დგება საერთო კრების ოქმი. საერთო კრების ოქმში მითითებული უნდა იქნეს საერთო კრების გამართვის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, საერთო კრების მიერ განხილული საკითხი და მიღებული გადაწყვეტილება, საერთო კრებაზე დამსწრე საერთო კრების წევრთა რაოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ინფორმაცია. საერთო კრების ოქმს ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები. საერთო კრების ოქმის ასლის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირი საერთო კრების გამართვიდან 7 დღის ვადაში. |
მუხლი 8.
მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობის ფორმები |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები