,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/12/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.116.016284
52
28/12/2015
ვებგვერდი, 31/12/2015
010250040.35.116.016284
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2015 წლის 28 დეკემბერი

ქ. ცაგერი

 

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №16 დადგენილებაში www.matsne.gov.ge,  21/07/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.116.016.016175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების (რეგლამენტის)

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ)მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

,,1. საკრებულოს მორიგ სხდომებს  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 26-ე მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად, თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომა ტარდება, ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს(ხოლო, თუ ხუთშაბათი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს).“;

დ) მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს,აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაქარ ყურაშვილი