საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 24/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2015
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016157
41
24/12/2015
ვებგვერდი, 30/12/2015
300280000.16.009.016157
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №41

2015 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ვადგენთ: 

 


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული  კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებაში (სსმ III, 22.09.2008 წ., №140, მუხლი 1385) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.    დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“

ა) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განაწილების ლიცენზიატმა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული წერილობითი პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.“

ბ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დეპოზიტი არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საშუალო თვიურ თანხაზე მეტი (სეზონურობის გათვალისწინებით), ხოლო  აბონენტის დროებით სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე რეგისტრაციის შემთხვევაში - ამ აბონენტის მიერ პირველ საანგარიშო პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობაზე მეტი (ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის გაანგარიშების პერიოდის დადგომამდე). მომხმარებლისაგან დეპოზიტზე თანხის შეტანის განმეორებით მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ამ მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე შეტანილი თანხა განაწილების ლიცენზიატის მიერ არ იქნა მიმართული მათ შორის წარმოქმნილი ვალდებულების დასაკმაყოფილებლად ან დაბრუნებული ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.“

გ) 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი სახით:

„ა. თუ ობიექტის (სადაც მოხდა აბონენტის გაყოფა) არსებული სიმძლავრე საკმარისია ორივე მომხმარებლის სათანადო ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის, განაწილების ლიცენზიატი უზრუნველყოფს მხოლოდ აღრიცხვის კვანძის მოწყობას დანართი #6-ით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო გამოყოფილი ქონების მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს დანართი #6-ით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური;“

დ) 26-ე მუხლის მე-10 პუნქტის:

დ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)        იმ ტერიტორიულ საზღვრებში, სადაც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას:

ა.ა)      0,4 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან (6/10 კვ და 0.4 კვ) – 800 მ-ის რადიუსში;

ა.ბ)      6/10 კვ. ძაბვის ახალი მომხმარებლის შემთხვევაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან  6 კმ-ის რადიუსში.“;

დ.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) 261 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ელექტროენერგიით მომარაგების დაწყების თარიღიდან:

ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 20 დღის განმავლობაში;

ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელმა – 10 დღის განმავლობაში.“

ე.ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური განისაზღვრება დანართი #6-ით განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების მიხედვით და მას წინასწარ ანაზღაურებს ახალი მომხმარებელი.“

2.    დადგენილების მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს დანართი #5.

 

3.    დადგენილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

 

„ე. „აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური“ (დანართი #6)“.

 

დანართი #6

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადები და საფასური

 

ძაბვის საფეხური, კვ

 

სიმძლავრე, კვტ

აღრიცხვის კვანძის მოწყობის ვადა

(სამუშაო დღე)

 

აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური დღგ-ს ჩათვლით

 ლარი

0,220

1-10

5

100

 

 

 

 

 

0,380

1-10

10

300

10 დან -30

10

350

30 დან-50

10

600

50 დან -80

10

650

80 დან - 100

15

700

100 დან-120

15

750

120 დან -200

15

800

200 დან -320

15

950

320 დან -500

15

1200

500 დან -800

20

1500

 800 დან -1000

20

2200

1000 ≤

20

3000

 

 

6/10

1-500

15

7000

500 დან -1000

20

7500

1000 ≤

20

8000

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია