„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019072
8
11/01/2016
ვებგვერდი, 13/01/2016
040030000.10.003.019072
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №8

2016  წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 აგვისტოს №502 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2014, 040030000.10.003.018122) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული მე-14 დანართი  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

„დანართი 14
ლიცენზირების დეპარტამენტის მიერ გაწეული

მომსახურების ტარიფები

1. ცნობის მომზადება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ კოორდინატებში მითითებულ ტერიტორიაზე (ან მის ნაწილზე) ლიცენზიის არსებობა-არარსებობის შესახებ.  მომსახურების ტარიფი:

ა) განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღეში − 20 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) განაცხადის რეგისტრაციიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 40 ლარი,    დღგ-ის ჩათვლით;

გ) განაცხადის რეგისტრაციის დღესვე − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

2. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 73 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების − ლიცენზიის ნაწილის ან მთლიანად გადაცემა − დაჩქარებულ ვადებში შესრულება:

ა) განაცხადის რეგისტრაციიდან (დოკუმენტაციის წარდგენიდან) მომდევნო სამუშაო დღეს − 30 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) განაცხადის რეგისტრაციის დღესვე − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

3. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული −  სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გასაცემი დუბლიკატის იმავე სამუშაო დღეს გაცემა − 30 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

4. ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე გეოსაინფორმაციო პაკეტის ასლის მიწოდება:

ა) განაცხადის რეგისტრაციიდან 4 სამუშაო დღეში − 20 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) განაცხადის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღეში − 30 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

გ) განაცხადის რეგისტრაციის მომდევნო დღეს − 40 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

დ) განაცხადის რეგისტრაციის დღესვე − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

5. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-19 პუნქტით განსაზღვრული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის (შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის ჩათვლით) გაცემა დაჩქარებულ ვადებში:

ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში − 50 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 7 სამუშაო დღეში − 100 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში − 150 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

დ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღეში − 200 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ე) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან 2 სამუშაო დღეში − 300 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ვ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენიდან მომდევნო სამუშაო დღეს − 400 ლარი, დღგ-ის ჩათვლით;

ზ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შეთავაზებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის  დღეს − 500 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.

შენიშვნა: ამ დანართის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, საჭიროა, მოთხოვნა (თანდართულ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად) დარეგისტრირდეს სამუშაო დღის 12:00 საათამდე.“.