სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 15/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016201
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2-16
02/02/2016
ვებგვერდი, 03/02/2016
340170000.22.032.016201
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/02/2016 - 19/02/2020)

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-16

2016 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
დამტკიცდეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების თანდართული წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 15 აპრილიდან.

 


სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია



სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს წესი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოებასთან, მონაცემების შეტანასა  და განახლებასთან  დაკავშირებულ საკითხებს.

მუხლი 2. წევრთა რეესტრი
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) წარმოადგენს ცალკეული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრთა მონაცემების ერთიანი აღრიცხვის მიზნით შექმნილ მეპაიეთა და ასოცირებულ წევრთა მონაცემების ბაზას.

2. რეესტრი შედგება ორი ნაწილისგან: მეპაიეთა რეესტრი და ასოცირებულ წევრთა რეესტი.

3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის რეესტრის გადაცემას უზრუნველყოფს სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (შემდგომში - სააგენტო).


მუხლი 3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეესტრის წარმოების წესი
1. რეესტრს აწარმოებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი (შემდგომში-კოოპერატივი) და მოიცავს ინფორმაციას  როგორც მეპაიეთა, ასევე ასოცირებულ წევრებთან დაკავშირებით.

2. რეესტრი უნდა იყოს სააგენტოს მიერ აკინძული, დანომრილი, დამოწმებული და უნდა შედგებოდეს თითოეული წევრისათვის განკუთვნილი დამოუკიდებელი გვერდისაგან.


მუხლი 4. რეესტრში შესატანი ინფორმაცია
1. რეესტრში მეპაიესა და ასოცირებული წევრის შესახებ ინფორმაცია შეიტანება   (დანართი №1 ) თანდართული ფორმის მიხედვით.

2. რეესტრში (ცხრილი №1) აისახება:

ა)  მეპაიის სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი), მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) მინიმალური (ერთი) პაის ღირებულება (გრაფა 1) - კოოპერატივის საერთო კრების მიერ დადგენილი, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ერთი პაის ღირებულება;

გ) პაის რაოდენობა (გრაფა 2) - თითოეული მეპაიისათვის მისი ეკონომიკური მონაწილეობის პროპორციულად განსაზღვრული პაის რაოდენობა, რომელიც გამოხატულია ერთეულებში (მაგ: პაის რაოდენობა: 1 პაი, 2 პაი და ა.შ.);

დ) პაის სახე: ფული (ლარი) (გრაფა 3) - მეპაიის მიერ საპაიო ფონდში განხორციელებული, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფულადი შენატანის ოდენობა;

ე) პაის სახე:  ქონება. დასახელება /ღირებულება (ლარი) (გრაფა 4) - მეპაიის მიერ საპაიო ფონდში შეტანილი ქონების სახე და მისი ფულად ერთეულში გამოხატული (ლარი) ღირებულება;

ვ) შენატანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 5) - მესამე ან/და მეოთხე გრაფაში მითითებული პაის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაის ხელმოწერით;

ზ) დამატებითი საპაიო შენატანის სახე (ლარი) (გრაფა 6) - კოოპერატივის საჭიროების შემთხვევაში საერთო კრების მიერ დადგენილი მეპაიისათვის განსაზღვრული დამატებით განსახორციელებელი შენატანის სახე, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფულით, ასევე ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;

თ) შეტანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 7) - მეექვსე გრაფაში მითითებული დამატებითი საპაიო შენატანის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება მეპაიის ხელმოწერით;

ი) რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი (გრაფა 8) - კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი.

3. რეესტრში (ცხრილი №2) აისახება:

ა) ასოცირებული წევრის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება), პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი),  მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ბ) ასოცირებული წევრის შენატანის რაოდენობა (გრაფა 1) - კოოპერატივის საჭიროებიდან გამომდინარე საერთო კრების მიერ განსაზღვრული ასოცირებული წევრის შენატანის რაოდენობა ფულით ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით;

გ) ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ფული (ლარი) (გრაფა 2) - ასოცირებული წევრის  მიერ საპაიო ფონდში განხორციელებული, ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ფულადი შენატანი;

დ) ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ქონება. დასახელება/ღირებულება (ლარი) (გრაფა 3) - ასოცირებული წევრის მიერ საპაიო ფონდში შეტანილი ქონების სახე და მისი ფულად ერთეულში გამოხატული (ლარი) ღირებულება;

ე) შენატანის თარიღი/ხელმოწერა (გრაფა 4) - მეორე ან/და მესამე გრაფაში მითითებული ასოცირებული წევრის შენატანის შეტანის თარიღი, რომელიც დასტურდება ასოცირებული წევრის ხელმოწერით;

ვ) რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი (გრაფა 5) -  კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და თარიღი.


მუხლი 5. რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი   პირი
1. რეესტრის წარმოებას, განახლებას და მათ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი კოოპერატივის გამგეობის/დირექტორატის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

2. რეესტრში ასახული ინფორმაციის ნამდვილობა დასტურდება შესაბამისი წევრის და რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერით.

 


მუხლი 6. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
 კოოპერატივის წევრი და სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.

მუხლი 7. რეესტრში არსებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა
რეესტრში ცვლილების შეტანა ხდება შესაბამისი  კოოპერატივის უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი ცვლილების დადგომისთანავე, მაგრამ არაუმეტეს ერთი კვირისა.

 




დანართი №1

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი

ცხრილი №1

   

მეპაის სახელი და  გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება)

პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)

მისამართი:_______ ტელეფონი: _______ ელ. ფოსტა:

მინიმალური (ერთი) პაის ღირებულება

პაის რაოდენობა

პაის სახე: ფული (ლარი)

პაის სახე:  ქონება. დასახელება            /ღირებულება/  (ლარი)

შეტანის თარიღი/ხელმოწერა

დამატებითი საპაიო შენატანის სახე (ლარი)

შეტანის თარიღი/ხელმოწერა

რეესტრის მწარმოებელი პირის ხელმოწერა/თარიღი

1

2

3

4

5

6

7

8

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილი №2

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრი

ასოცირებული წევრის სახელი, გვარი (იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება)

პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო კოდი)

მისამართი:_______ ტელეფონი: _______ ელ. ფოსტა:

ასოცირებული წევრის შენატანის რაოდენობა

ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ფული (ლარი)

ასოცირებული წევრის შენატანის სახე: ქონება. დასახელება            /ღირებულება/  (ლარი)

შეტანის თარიღი/ ხელმოწერა

რეესტრის მწარმოებელი

პირის ხელმოწერა/თარიღი

1

2

3

4

5