დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1235 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 18/02/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 11-12, 14/03/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.000.000.05.001.000.322 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს 1997 წლის 14 ნოემბრის საბაჟო კოდექსში („საქართველოს რესპუბლიკა“, 1997 წელი, 19 დეკემბერი, №317(2690) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 61-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „იმპორტის რეჟიმით“.
2. 169-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 169. საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური სტიმულირება და საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
საბაჟო მოსაკრებლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხული თანხები ნაწილობრივ მიიმართება საბაჟო ორგანოების მუშაკთა მატერიალური სტიმულირებისა და საბაჟო ორგანოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის თანახმად“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს 1998 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 12 დეკემბრის კანონში შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლის დღიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 18 თებერვალი.
№1235-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები