“თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016258
6
17/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
010250000.35.154.016258
“თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 17 თებერვალი

დაბა თიანეთი

“თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.                
შევიდეს ცვლილება „თიანეთის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  დაყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 04/01/2016. სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016251), კერძოდ:

1.  პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) დ. სიონის ადმინისტრაციული ერთეული – (სამოქმედო ტერიტორია – დ. სიონი და სოფლები: ორხევი, საჯინიბო, ბადაანი, ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი, ყუდრო, გრძელველები);“

მუხლი 2.           
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური