„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/03/2020
სარეგისტრაციო კოდი 033013000.10.003.019155
91
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
033013000.10.003.019155
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №91

2016 წლის 26 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმ, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-80 მუხლს   დაემატოს  შემდეგი  შინაარსის   21  და  22   პუნქტები:

„21. ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებსაც აქვთ ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლები, მშენებლობა წარმოებს ამ დადგენილების 66-ე მუხლით დადგენილი წესით.

22. ამ დადგენილების 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ასაშენებლად, რომლებსაც აქვთ ამავე დადგენილების 67-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მახასიათებლები, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილების 68-ე მუხლით დადგენილი წესით.“.      

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი