„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016197
7
04/03/2016
ვებგვერდი, 09/03/2016
010250020.35.129.016197
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №7

2016 წლის 4 მარტი

ქ. ჭიათურა

 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

       საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 05 თებერვლის №4 დადგენილებაში  (სსმ, 10/02/2016, სარეგისტრაციოკოდი 010250020.35.129.016194) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი 2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

   გერბის ფარი გადაკვეთილია გერბის სიმაღლის ერთ მესამედზე. ზედა ნაწილი გაკვეთილია და იყოფა ორ თანაბარ ნაწილად.

   პირველი ნაწილი - ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი;

  მეორე ნაწილი - ლაჟვარდოვან ველზე შთენილი კლდის ვერცხლის გამოსახულება, რომელზედაც გამოსახულია ოქროს საყდარი;

  მესამე ნაწილი - სევადის ველზე დატანილი მადნით დატვირთული სამი ოქროს რონოდა - ორი ერთზე.

  გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კატარაქტიანი კარიბჭით.

  ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია გერბის დევიზი „ჭიათურა“. “

ბ) დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი 3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

   დროშის ქსოვილი ვერტიკალურად გაყოფილია ორ თანაბარ ნაწილად. პირველ ნაწილში ზურმუხტოვან ველზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი, რომლის სიმაღლე წარმოადგენს დროშის სიმაღლის ერთ მესამედს. დროშის კიდეებიდან  ჯვრის გამოსახულება დაშორებულია დროშის სიმაღლის ერთი მეცხრედით; დროშის მეორე ნაწილი არის ლაჟვარდოვანი ველი.

    დროშის პროპორციაა 2X3.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი