„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 17/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016159
2
17/03/2016
ვებგვერდი, 21/03/2016
300280000.16.009.016159
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2016 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში “ (სსმ , ვებგვერდი, 06.07.2012; სარეგისტრაციო კოდი : 300280000.16.009.016040 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:

„ფ) მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები – ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლები, რომელიც შედგება ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI), ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსისა (SAIFI) და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობის ინდექსისგან (ENS) და დამტკიცებულია „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2009 წლის  4 ივნისის №9 დადგენილებით.“

ბ) მე-5 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საერთო სტანდარტი

საერთო სტანდარტი

 

მომსახურება

ხარისხის სტანდარტი

1

მომხმარებელთა ინფორმირება ელექტრომომარაგების გეგმური შეწყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე

 

 

არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 დღისა

სტანდარტის შესასრულებლად გამორთვების საერთო რაოდენობიდან 100% უნდა იყოს დროულად ინფორმირებული

 

 

 

 

 

2

არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა

მარტივი სამუშაოსთვის არაუმეტეს 6 საათისა

სტანდარტის შესასრულებლად გამორთული მომხმარებლის 80%-ს ელექტროენერგიის მიწოდება უნდა აღუდგეს დროულად

 

თუ წყვეტის აღმოფხვრა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, ლიცენზიატი ვალდებულია, აცნობოს ამის შესახებ კომისიას და მიუთითოს გათიშვის ზუსტი მიზეზი და ელექტრომომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო.

 

 

 

3

ქოლ-ცენტრის ოპერატორის პასუხის გაცემის დრო სატელეფონო ზარზე

 

ქოლ-ცენტრის ოპერატორმა შემოსულ ზარს უნდა უპასუხოს არა უგვიანეს 30 წამისა

სტანდარტის შესასრულებლად შემოსული ზარების 80%-ს პასუხი უნდა გაეცეს დროულად

 

 

 

 

4

მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება ან გაუმჯობესება

ლიცენზიატმა უნდა შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები

სტანდარტის შესასრულებლად ლიცენზიატის მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები უნდა იყოს წინა წლის მაჩვენებლების ტოლი ან გაუმჯობესებული (უფრო დაბალი )

გარანტირებული სტანდარტი

 

 

მომსახურება

ხარისხის სტანდარტი

კომპენსაციის ოდენობა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გარანტირებული სტანდარტი

 

 

 

 

 

5

მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობისთვის გათიშულ მომხმარებელთა გამანაწილებელ ქსელში ჩართვა

დავალიანების გადახდის ასახვიდან, მომხმარებლის მიერ ამ დავალიანების გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენიდან ან ლიცენზიატსა და მოხმარებელს შორის დავალიანების ეტაპობრივ გადახდაზე შეთანხმებიდან არაუმეტეს 8 საათისა.

 

საყოფაცხ. მომხმარებელი – დაბალი ძაბვა 20 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – დაბალი ძაბვა 30 ლარი

 

 საშუალო ძაბვა – 40 ლარი

 

 მაღალი ძაბვა – 50 ლარი

 

 (ყოველ გადაცილებულ დღეზე)

 

 

 

 

6

მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული პასუხის გაცემა

არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა

საყოფაცხ. მომხმარებელი –

                   30 ლარი

არასაყოფაცხ. მომხმარებელი –

 

 (ყოველ გადაცილებულ დღეზე)

 

 

 

 

 

7

მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე ძაბვის ხარისხის ან/და აღრიცხვის ხელსაწყოების ადგილზე შემოწმება

შემოწმება და წერილობითი პასუხი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა

საყოფაცხ. მომხმარებელი – დაბალი ძაბვა 10 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – დაბალი ძაბვა 20 ლარი

 

 საშუალო ძაბვა – 30 ლარი

 

 მაღალი ძაბვა – 40 ლარი

 

 (ყოველ გადაცილებულ დღეზე)

 

 

 

 

8

აბონენტად დარეგისტრირება და ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფა

განაცხადის მიღებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა

საყოფაცხ. მომხმარებელი – 20 ლარი

 

არასაყოფაცხ. მომხმარებელი – 40 ლარი

 

 (ყოველ გადაცილებულ დღეზე)

 

 

 

9

გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება

კომისიის მიერ დადგენილი პაკეტით განსაზღვრული ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა

  გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის

 

 50 %

 

 (ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის ყოველ გადაცილებაზე)

 

 

ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული პასუხი (გარანტირებული სტანდარტი) – ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის წერილობით მიმართვაზე გასცეს დასაბუთებული პასუხი წერილობითი ფორმით, მიმართვის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, ლიცენზიატი არ არის ვალდებული, უპასუხოს ისეთი სახის წერილებს, რომელთა შინაარსიც არ არის პირდაპირ კავშირში ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის არსებულ ურთიერთობასთან;“;

ბ.გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გ1 ქვეპუნქტი:

„გ1) მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება ან გაუმჯობესება - ლიცენზიატი ვალდებულია, არ გააუარესოს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წინა წლის მაჩვენებლები და უზრუნველყოს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი