საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტარნის შესახებ

  • Word
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტარნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 430
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 430, 24/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.001.562
  • Word
430
16/09/2004
სსმ, 430, 24/09/2004
090.000.000.05.001.001.562
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტარნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 162-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 ნაწილები:

„71. წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადის გამოთვლისას მასში ჩაითვლება ბრალდებულისა და მისი დამცველის, კანონიერი წარმომადგენლის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დრო.

72. თუ სამთვიანი და ექვსთვიანი პატიმრობის ვადის გასვლისას პროცესის მონაწილენი ვერ ასწრებენ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობას, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს პატიმრობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ამ კოდექსით დადგენილი წესით.“.

2. 401-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:

„11. პატიმრობაში მყოფ ბრალდებულსა და მის დამცველს, კანონიერ წარმომადგენელს გამომძიებელი წერილობით ატყობინებს გამოძიების დამთავრების შესახებ და გასაცნობად წარუდგენს საქმის მასალებს ბრალდებულის პატიმრობის ამ კოდექსით დადგენილი ზღვრული ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 35 დღისა. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ცხრათვიანი პატიმრობის ვადის გასვლისთანავე ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს; ამასთან, მას უნარჩუნდება საქმის მასალების ბოლომდე გაცნობის უფლება.“.

3. 404-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 404. საქმის მასალების გაცნობის გადადება

1. თუ დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი დანიშნულ ვადაში არ გამოცხადდება საქმის მასალების გასაცნობად, ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს და სამოქალაქო მოპასუხეს ეძლევა შესაძლებლობა მომდევნო 2 დღის განმავლობაში მოიწვიონ სხვა დამცველი ან კანონიერი წარმომადგენელი, ანდა მოითხოვონ მათი სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა. ამ კოდექსით გათვალისწინებული სავალდებულო დაცვის შემთხვევაში გამომძიებელი დადგენილი წესით უნიშნავს ბრალდებულს ახალ დამცველს.

2. თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული პროცესის მონაწილეები უარს იტყვიან დანიშნულ დამცველზე, გამომძიებელი პირადად მათ წარუდგენს საქმის მასალებს გასაცნობად. პროცესის მონაწილეთა მიერ საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელი ადგენს ოქმს საქმის მასალების გაცნობაზე უარის თქმის შესახებ, რომელზედაც ხელს აწერს პროცესის შესაბამისი მონაწილე. ამის შემდეგ გამომძიებელი უფლებამოსილია შეადგინოს საბრალდებო დასკვნა.“.

4. 405-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას პროცესის უფლებამოსილი მონაწილენი საქმის მასალებს ეცნობიან შეუზღუდავად, დოკუმენტების წაკითხვის, ასლების გადაღების, ამონაწერების გაკეთებისა და ამ კოდექსით დადგენილი სხვა ფორმით. მათ გასაცნობად გადაეცემა მხოლოდ სათანადო წესით გაფორმებული საქმის მასალები. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალები გასაცნობად გადაეცემა აკინძული სახით; ამასთან, საქმის ფურცლები დანომრილი უნდა იყოს. საქმესთან ერთად ამ კოდექსით დადგენილი წესით გასაცნობად გადაეცემა თანდართული ნივთიერი მტკიცებულებები და მასალები. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროცესის 2 ან მეტი მონაწილის არსებობისას გამომძიებელი უფლებამოსილია შეუცვალოს მათ საქმის მასალების გაცნობა ასლების გადაცემით. ასლების გადაღების ხარჯს სახელმწიფო გაიღებს.“.

5. 406-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 და 42 ნაწილები:

„41. ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ შეუზღუდავად, ამ კოდექსით დადგენილი წესით გაეცნონ საქმის ყველა მასალას როგორც წინასწარი გამოძიების მიმდინარეობისას, ისე წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ.

42. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ გაეცნონ საქმის მასალებს მათი გადაცემიდან 30 დღის ვადაში.“.

6. 407-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:

„21. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულს, დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) უფლება აქვთ მოამზადონ და აღძრან შუამდგომლობა საქმის მასალების გასაცნობად გადაცემიდან 30 დღის ვადაში.“.

7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6803 მუხლი:

     „მუხლი 6803. საქმის მასალების გაცნობის ვადის განსაზღვრის დროებითი წესი

ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11, 406-ე მუხლის 42 და 407-ე მუხლის 21 ნაწილების ამოქმედებამდე პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხეს, მათ დამცველებს ან კანონიერ წარმომადგენლებს, მიმალვაში მყოფი თანამდებობის პირის ან რეკეტირის დამცველებს (კანონიერ წარმომადგენლებს) გამომძიებელი წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ საქმის მასალების გაცნობისათვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არანაკლებ 10 დღისა.“.

8. 681-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. ამ კოდექსის 401-ე მუხლის 11, 406-ე მუხლის 42 და 407-ე მუხლის 21 ნაწილები ამოქმედდეს 2004 წლის 1 დეკემბრიდან.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 25 სექტემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№430IIს