„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2-65
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2016
ძალაში შესვლის თარიღი 05/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016205
2-65
24/03/2016
ვებგვერდი, 25/03/2016
010240030.22.032.016205
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება   №2-65

2016 წლის 24 მარტი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის N2-51 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/02/2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.032.016141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“:

1. მე-2 მუხლის „გ-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ბიოწარმოების განვითარების ხელშეწყობა;

დ) მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების მიმართ არსებული საფრთხეების შეფასება და მათი გადაჭრის გზების კვლევა;

ე) თესლისა და სარგავი მასალების კონტროლის საერთაშორისო სისტემების კვლევა, სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა, ხარისხობრივი მახასიათებლების კვლევა და სერტიფიცირება.”

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ცენტრის ფუნქციებია:

ა) სასელექციო მეურნეობების მოწყობა და ჯიშთა გამოცდის ორგანიზება ან/და განხორციელება;

ბ) რეკომენდირებული ჯიშების კომპეტენტურ შერჩევაში მწარმოებლის ინფორმაციული მხარდაჭერა;

გ) ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების გენოფონდისა და ინტროდუცირებული  ცხოველის ჯიშების აღწერა, გენეტიკური და საინფორმაციო ბანკების შექმნა;

დ) ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების სათესლე და სარგავი მასალების წარმოების თანამედროვე მეთოდების კვლევა და დანერგვის ხელშეწყობა;

ე) მრავალწლოვანი კულტურების აგროტექნოლოგიური კვლევა და გენოფონდის შენარჩუნების ხელშეწყობა;

ვ) მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემების კვლევა და შემუშავება;

ზ) სათესლე და სარგავი მასალის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და სერტიფიცირებაში მონაწილეობა;

თ) სოფლის მეურნეობაში ბიოწარმოების დანერგვის ხელშეწყობა;

ი) ნიადაგის კვლევა ხარისხობრივი მაჩვენებლის შესწავლის, ნაყოფიერების შეფასებისა და გაუმჯობესების მიზნით;

კ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკების შეფასება;

ლ) ახალი ტექნოლოგიების გავრცელების ხელშეწყობა, სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა;

მ) თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების გამოყენების ხელშეწყობა;

ნ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა კვლევები;

ო) სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვა-გადამუშავების მეთოდების კვლევა;

პ) კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ცენტრის მოვალეობები

ცენტრის მოვალეობებია:

ა) შეასრულოს ამ დებულებით დაკისრებული ფუნქციები მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ობიექტურობა, ხელმისაწვდომობა და გამჭირვალობა;

გ) ითანამშრომლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან;

დ) მიაწოდოს ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს დადგენილი წესით.“.

4. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი სამეცნიერო დარგში, ხოლო მეორე ადმინისტრაციულ დარგში, რომელთაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის  დირექტორი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 5 აპრილიდან.

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია