„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016863
58
25/03/2016
ვებგვერდი, 28/03/2016
200090000.22.033.016863
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №58

2016 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:

ა)  58-ე მუხლის:

ა.ა) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 82 პუნქტი:

„82. იმ შემთხვევაში, თუ პირს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება და ტექნიკური მიზეზების გამო ნსაფ-ში ვერ განხორციელდა დღგ-ის თანხის მითითება, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის საფუძველზე, იგი  უფლებამოსილია აღნიშნული ნსაფ-(ებ)ის მე-5 სვეტში მიუთითოს დღგ-ის თანხა.“;

ა. ბ) 151 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 152 პუნქტი:

„15². პირი, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-15 ან/და 15¹ ქვეპუნქტების შესაბამისად შეძენილი ნავთობპროდუქტის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას/გახარჯვას მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებაზე (ავტოტრანსპორტი, სპეცტექნიკა და სხვა), აღნიშნული ნავთობპროდუქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით ტრანსპორტირების შემთხვევაში (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში ჩასხმული ნავთობპროდუქტისა), საწვავის მიღების ადგილიდან ზემოხსენებული ძირითადი საშუალების მდებარეობის ადგილამდე გადაზიდვისას, თუ პირს არა აქვს აღნიშნულ მისამართზე საკუთრებაში/სარგებლობაში სტაციონარული ობიექტი, ვალდებულია ამის შესახებ წინასწარ აცნობოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც მას ანიჭებს შვიდნიშნა კოდს. აღნიშნული კოდი არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი. ასეთი სახით შეძენილი ნავთობპროდუქტის ტრანსპორტირებისას პირის მიერ შეივსება ნსაფ-ი სერიით „აშ“, ელექტრონული ფორმის ნსაფ-ისას – „ეშ“, ხოლო კომპიუტერულ ნსაფ-სას „კაშ“. ამასთან, ნსაფ-ში მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-17 და მე-19- მე-20 სტრიქონები არ ივსება (მიეთითება „ –“); ხოლო მე-11 სტრიქონზე ჩაიწერება შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მიღებული აქვს ამ მუხლის მე-15 ან/და 15¹ ქვეპუნქტების შესაბამისად და მე-15 სტრიქონზე ჩაიწერება ნავთობპროდუქტის მესაკუთრის კოდი, რომელიც არ არის სტაციონარული ობიექტის მაიდენტიფიცირებელი.“;

ბ) 794 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებისას გასაცემი მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, 1000-ცალიანი, 5000-ცალიანი, 6000-ცალიანი ან 30000-ცალიანი რულონის (თვითწებადი) ფორმით.“;

გ) 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17-მე-18 პუნქტები:

„17. პირადი აღრიცხვის ბარათების გაერთიანების შედეგად, 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე უკუდაბეგვრის სპეცბარათზე დარიცხული დღგ-ის 2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ან/და შემდგომ პერიოდში გადაფარვის (ზედმეტად გადახდილი თანხებით არსებული დავალიანების დაფარვა) შედეგად გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი შეტყობინება ითვლება უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტად და დღგ-ის გადამხდელს აძლევს ჩათვლის უფლებას თანხის გადაფარვის საანგარიშო პერიოდის მიხედვით (მათ შორის, დაზუსტების გზით).

18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით განსაზღვრული ჩათვლის განხორციელების შემდეგ 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე უკუდაბეგვრის სპეცბარათზე დარიცხული დღგ-ის შემცირების/გაუქმების (მათ შორის, დაზუსტების გზით) ან/და გადაფარვის შემცირების/გაუქმების შემთხვევაში ჩათვლა ექვემდებარება შემცირებას/გაუქმებას.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური