“საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 993
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.140.000.05.001.000.271
  • Word
993
28/10/1997
პარლამენტის უწყებანი, 44, 11/11/1997
010.140.000.05.001.000.271
“საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონში  ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს რესპუბლიკაში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 27 ივლისის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ.: 9, მუხ.185) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველ მუხლში სიტყვები "მოქალაქეობის არმქონე პირთა" შეიცვალოს სიტყვებით "უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა".

2. მე-2 მუხლი, II თავის სათაური და მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რეაქციით:

„მუხლი 2.

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა, ყოფნა და საქართველოდან გასვლა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, საქართველოს კანონით" უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.

თავი II

უცხოელთა საქართველოში დროებით შემოსვლა და საქართველოდან გასვლა

    მუხლი 3.

1. უცხოელები საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საქართველოს საზღვარზე არსებული საერთაშორისო კავშირებისათვის ღია გამშვები პუნქტებიდან, საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით, თუ აქვთ საქართველოში შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, საქართველოდან გასვლის ან გასვლა-შემოსვლის ვიზა.

2. ვიზის კატეგორიებია:

ა) დიპლომატიური;

ბ) სამსახურებრივი;

გ) ჩვეულებრივი;

დ) ტურისტიული.

3. "ა", "ბ" და "გ" კატეგორიების ვიზების სახეებია – შემოსვლის, შემოსვლა-გასვლის, გასვლის, გასვლა-შემოსვლის და სატრანზიტო, ხოლო "დ" კატეგორიის ვიზის სახეა – შემოსვლა-გასვლის.

4. ვიზის ტიპებია: ერთჯერადი, ორჯერადი და მრავალჯერადი.

მუხლი 4.

1. ამ კანონში აღნიშნულ ვიზებს გასცემენ და მათი მოქმედების ვადას აგრძელებენ საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურები – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი და მისი წარმომადგენლობები.

2. ვიზების გაცემის წესს ადგენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

    მუხლი 5.

1. ამ კანონში აღნიშნული ვიზების გაცემის საფუძველია:

ა) კერძო ვიზიტისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მოწვევა;

 ბ) ტურისტული ვიზიტისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა ან ტურისტული ორგანიზაციის შუამდგომლობა;

 გ) საქმიანი ვიზიტისას – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მოწვევა;

 დ) ოფიციალური ვიზიტისას – სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მოწვევა;

 ე) საქართველოდან გასვლისას ან გასვლა-შემოსვლისას – უცხოელის პირადი შუამდგომლობა. გასვლა-შემოსვლის ვიზა მიეცემა იმ უცხოელებს, რომლებიც შემოსვლის ან შემოსვლა-გასვლის ვიზის მოქმედების ვადაში დროებით გადიან საქართველოდან. გასვლა-შემოსვლის ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი ვიზის მოქმედების ვადას;

 ვ) სხვა შემთხვევა, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი 6.

საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიების, დიპლომატიური, საკონსულო ან მათთან გათანაბრებული დაწესებულებების, სავაჭრო წარმომადგენლობების, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საერთაშორისო მთავრობათაშორისო ორგანიზაციების ან მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების თანამშრომლებს, რომლებმაც აკრედიტაცია გაიარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აკრედიტაციის განმავლობაში საქართველოს ვიზა არ სჭირდებათ. ისინი საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სააკრედიტაციო ბარათების საფუძველზე".

3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8.

 უცხოელებს საქართველოში შემოსვლა და საქართველოდან გასვლა ეკრძალებათ "უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

    მუხლი 9.

 საქართველოში დროებით მყოფი უცხოელების რეგისტრაციას საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები.".

5. მე-10 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები "საზღვარგარეთის პასპორტების".

6. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11.

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგისტრაციას ექვემდებარებიან შემდეგი პირები:

ა) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მეთაურები, დიპლომატიური პერსოალის წევრები, საკონსულო დაწესებულებათა თანამდებობის პირები, დიპომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალი, სამხედრო ატაშეს აპარატსა და სავაჭრო-წარმომადგენლობებში მომუშავე პირები და მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მეთაურთან მყოფი სტუმრები, თუ ისინი ცხოვრობენ მის რეზიდენციაში, ამ წარმომადგენლობაში ან დაწესებულებაში;

ბ) საქართველოში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსული დიპლომატიური და სამსახურებრივ პასპორტის მფლობელთა უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები;

გ) საქართველოში სამსახურებრივ საქმეზე ჩამოსმული საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაციების თანამდებობის პირები, საქართველოში ამ ორგანიზაციათა წარმომადგენლობების თანამშრომლები, აგრეთვე ასეთ ორგანიზაციებთან აკრედიტებული წარმომადგენლობების თანამშრომლები, რომელთა შტაბბინაც საქართველოშია და რომლებიც ამ ორგანიზაციების საწესდებო დოკუმეტების ან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობენ დიპლომატიური პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი წარმომადგენლობები ზემოაღნიშნულ პირებს აძლევენ დიპლომატიურ, საკონსულო ან სამსახურებრივ ბარათებს.

    მუხლი 12.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეძლევა საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში გაატაროს საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნების სახელმწიფ და საზოგადო მოღვაწეები და მათი ოჯახის წევრები,როცა ამის შესახებ შუამდგომლობას აღძრავენ ამ პირთა მიმღები და მასპინძელი ორგანიზაციები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ან საკონსულო დაწესებულებები.".

7. მე-13 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14.

საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ უცხოელებმა, რომლებიც არ არიან აღნიშნული ამ კანონის მე-10, მე-11 და მე-12 მუხლებში.".

    მუხლი 15.

1. უცხოელებს საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლა შეუძლიათ საზღვარგარეთის მოქმედი პასპორტით ან თავიანთი მუდმივსაცხოვრებელი ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საკონსულო სამსახურების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და მისი წარმომადგენლობების მიერ გაცემული სატრანზიტო ვიზით.

2. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.";

9. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გამვლელი უცხოელები, რომლებიც იძულებულნი გახდნენ საქართველოს ტერიტორიაზე გაჩერებულიყვნენ 72 საათზე მეტ ხანს, ვალდებულნი არიან გააგრძელონ სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადა ან მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისათვის აუცილებელი სხვა სახის ვიზა.";

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ე" ქვეპუნქტი:

"ე) სხვა შემთხვევა,როდესაც შეუძლებელია ერთი ადგილიდან მეორეზე შეუფერხებლად გადაადგილდება.";

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) მე-4 პუნქტი ჩაითვლება მე-3 პუნქტად და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"3. სატრანზიტო ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება ხდება უცხოელის პირადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა ან სხვა ორგანოების ცნობის წარდგენით, რომელიც ადასტურებს იძულებით გაჩერების მიზეზსა და ხანგრძლივობას.".

10. V თავი ამოღებულ იქნეს.

11. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 24.

საქართველოს ტერიტორიიდან უცხოელების გაძევება ხდება უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში".

 

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი       ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 28 ოქტომბერი.

993-Iს