დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 15/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.200.010.05.001.001.493 |
საქართველოს კანონი
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 1998 წელი, მუხ. 30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსულო დაწესებულება, რომელთაც შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, განახორციელონ სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა სისტემა
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები არიან:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო;
ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კონტროლი;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს უფლება-მოვალეობანი
1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს უფლება-მოვალეობებია:
ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;
დ) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;
ე) შესაბამისი ბლანკების შენახვა და გამოყენების კონტროლი;
ვ) გაწეული მუშაობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენა;
ზ) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
2. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, კოდით და თავისი სრული სახელწოდებით.
მუხლი 10. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.“.
5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელს ან რეგისტრაციაზე უფლებამოსილ სხვა საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მოქალაქეების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერში შესწორების ან ცვლილების შეტანისათვის. აღნიშნული ცნობები და საბუთები სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს წარედგინება დადგენილ ვადაში.“.
7. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) არ არის წარმოდგენილი ამ კანონით გათვალისწინებული საბუთები, რომლებიც რეგისტრაციის საფუძველია.“.
9. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ამ კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებული საბუთები.“.
10. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. დაბადების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები
დაბადების რეგისტრაციისთვის განმცხადებელმა უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში:
ა. ა) ქორწინების რეგისტრაციის მოწმობა;
ა. ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ა. გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სასამართლო გადაწყვეტილება;
ა. დ) მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;
ბ) რეგისტრირებულ ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში:
ბ. ა) მშობლების პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ბ. ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე ან სასამართლო გადაწყვეტილება;
ბ. გ) მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მამის განცხადება და სასამართლო გადაწყვეტილება მამობის დადგენის თაობაზე;
გ) დაუქორწინებელი დედის შემთხვევაში:
გ. ა) დედის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
გ. ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი ბავშვის დაბადების თაობაზე;
გ. გ) დედის წერილობითი განცხადება.“.
11. 41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 43. დაქორწინების გაფორმება
1. დაქორწინება ფორმდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოს მიერ, დაქორწინების მსურველი პირების განცხადების საფუძველზე.
2. დაქორწინების მსურველი პირების განცხადებას ძალა აქვს შეტანიდან 2 თვის განმავლობაში. ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებელთა მიერ მითითებულ დროს. განმცხადებლებს უფლება აქვთ შეცვალონ განცხადებაში მითითებული დაქორწინების დრო.
3. განცხადების შეტანის დღეს ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში წარდგენილ ქორწინების რეგისტრაციის განცხადებათა სიმრავლის გამო.
4. დაქორწინების მსურველი პირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ვალდებულია განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, ერთ-ერთი მხარის სიცოცხლისათვის რეალური საფრთხე და სხვა მსგავსი გარემოებები, მოახდინოს ქორწინების რეგისტრაცია განცხადების შეტანის დღესვე.“.
13. 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქორწინების რეგისტრაცია ხდება დასაქორწინებელ პირთა თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს 2 ან მეტი სრულწლოვანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია მინდობილობით ან წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.
2. დასაქორწინებელ პირთა მოთხოვნით დასაშვებია, ქორწინების რეგისტრაცია ჩატარდეს საზეიმო ვითარებაში.“.
14. 45-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დასაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, ოჯახური მდგომარეობა (დაქორწინებული არ ყოფილა, ქვრივია, განქორწინებულია);“.
15. 53-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განსაქორწინებელ პირთა სახელი, გვარი განქორწინებამდე და განქორწინების შემდეგ, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, რიგით მერამდენე ქორწინებაა, საერთო არასრულწლოვანი შვილების რაოდენობა;“.
16. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:
„მუხლი 591. შვილად აყვანის რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები
შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი საბუთების საფუძველზე:
ა) შვილად აყვანილის დაბადების მოწმობა;
ბ) მშვილებლის (განმცხადებლის) პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
გ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;
დ) მშვილებლის წერილობითი განცხადება.“.
17. 70-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მშობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი;“.
18. 73-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 73. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის უფლება“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა.“.
19. 78-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა
განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე ამოწმებს და 1 თვის განმავლობაში ადგენს დასკვნას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო. იგი დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში.“.
20. 81-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისას უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობა.“.
21. 86-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
22. 87-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გარდაცვალების რეგისტრაცია ხდება გარდაცვლილის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ანდა სიკვდილის დადგომის ან გარდაცვალების რეგისტრაციისთვის საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.“.
23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 881 მუხლი:
„მუხლი 881. გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები
გარდაცვალების რეგისტრაციისთვის გარდაცვალების მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
ბ) გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
გ) გარდაცვალების დამადასტურებელი საბუთი (სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა);
დ) წერილობითი განცხადება.“.
24. 89-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ამ კანონით გათვალისწინებული ორგანო ვალდებულია პირის გარდაცვალების ფაქტი მისი დადგენიდან 5 დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს გარდაცვლილის რეგისტრაციიდან მოხსნას.“.
25. 90-ე მუხლის:
ა) ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მისი „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გარდაცვლილის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, ასაკი, სქესი, გარდაცვალების თარიღი და ადგილი;“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. გარდაცვალების მოწმობა უნდა გაიცეს გარდაცვალების რეგისტრაციისთვის ამ კანონის 881 მუხლით გათვალისწინებული საბუთების წარდგენის დღესვე.“.
26. 92-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საომარ მოქმედებებთან დაკავშირებულ შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეთა გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება იმ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებების მიხედვით, სადაც ისინი აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ, იმ სამხედრო ნაწილების სარდლობის უწყებების მიხედვით, სადაც სამხედრო მოსამსახურე ასრულებდა სამსახურს.“.
27. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 99. მოქალაქეობის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი
1. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს მოქალაქეობის მოპოვების ან აღდგენის დროს მითითებული საცხოვრებელი ადგილის მომსახურე იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო.
2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში ამ აქტების რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო ამ პირთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.“.
28. 105-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 105. არასრულწლოვნის სახელისა და გვარის შესწორება
მშობელთა განცხადებას დაბადების აქტის ჩანაწერში 7 წლამდე ბავშვის სახელის ან გვარის შესწორების შესახებ სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანოები მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ დაბადების რეგისტრაციის დროს ბავშვის სახელი ან გვარი ჩაწერილია მშობლების (მშობლის) სურვილის გაუთვალისწინებლად, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო.“.
29. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ უნდა დაასრულოს განცხადების წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში. საპატიო მიზეზების არსებობისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს ხელმძღვანელმა ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს, მაგრამ არა უმეტეს 2 კვირით.“.
30. 110-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განმცხადებელს შეცვლილი ჩანაწერის საფუძველზე დაუყოვნებლივ გადაეცემა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შესაბამისი ახალი მოწმობა.“.
31. 111-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 ივნისი.
№184-რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები