„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 154
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/03/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019219
154
29/03/2016
ვებგვერდი, 31/03/2016
300160070.10.003.019219
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №154

2016 წლის 29 მარტი

 ქ. თბილისი

 

„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №80 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  ტექნიკური რეგლამენტის:  

1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ინსპექტირების ორგანოს მიერ სამუშაოების ჩასატარებელი სადგომი აღჭურვილი უნდა იყოს ისეთი მოწყობილობით (შესაბამისი სათვალთვალო ორმო ან ამწე მოწყობილობა), რომელიც საშუალებას იძლევა ქვედა მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების  სრულყოფილი დათვალიერების შესაძლებლობის.

3. აირბალონებიდან ბუნებრივი აირის გამოსაშვები სპეციალური მოედანი და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლით გათვალისწინებული  შეკუმშული ჰაერის წნევით გამოცდის სამუშაოების ჩასატარებელი ადგილი, ასევე ჰაერის კომპრესორი 200 ბარი ან მეტი წნევის წარმადობით,  შენობა-ნაგებობებიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მ-ისა ან მათ შორის უნდა მოეწყოს დამცავი კედელი, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ცეცხლისა და სხვა სახის საფრთხისგან შენობა-ნაგებობების დაცვას.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ინსპექტირების ორგანოს უნდა ჰქონდეს შემდეგი მოწყობილობა და გაზომვის ხელსაწყოები:

ა) აირბალონიანი მოწყობილობისა და მისი ელემენტების ჰერმეტულობის შესამოწმებელი საშუალებები;

ბ) აირბალონში აირის წნევის შესამოწმებელი მაღალი წნევის მანომეტრი;

გ) ელექტრომაგნიტური სარქველის მუშაობის შესამოწმებელი სტენდი იმ სისტემებისათვის, რომლებშიც ელექტრომაგნიტური სარქველი რედუქტორისაგან განცალკევებულია;

დ) აირბალონების გამოსარეცხი საშუალება;

ე) სამუშაოების ჩასატარებელი იარაღებისა და სამარჯვების კომპლექტი;

ვ) ჰაერის კომპრესორი 200 ბარი ან მეტი წნევის წარმადობით.

5. დამატებით აირბალონების შემოწმებისათვის:

ა) აირბალონის შიგა კედლების დასათვალიერებელი მოწყობილობა;

ბ) წყლის ჰიდრავლიკური ტუმბო 300 ბარი ან მეტი წარმადობით ან ამ წნევაზე საგამოცდო სტენდი;

გ) აირბალონის ასაწონი მოწყობილობა;

დ) აირბალონის შესაღები მოწყობილობა (ლითონის აირბალონებისათვის).“.

3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ინსპექტირების ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით.“.

4. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აირბალონის პირველი ინსპექტირება ხდება მისი დამზადებიდან  შესაბამისი ტიპის აირბალონისათვის ამ მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.“.

5. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აირბალონიანი მოწყობილობის ან/და აირბალონის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხორციელდება ინსპექტირების ორგანოს მიერ, რომელიც თავისი აღჭურვილობითა და მომსახურე პერსონალით უნდა უზრუნველყოფდეს ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისობის შეფასების სამუშაოებისა და პროცედურების შესრულებას საჭირო მოცულობითა და სიზუსტით.“;

 ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჩაატაროს აირბალონიანი მოწყობილობის ან/და აირბალონების შემოწმება, დაადგინოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ მოთხოვნებთან.“.

6. მე-16 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16.  აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სამუშაოები“;

ბ) მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) თანდათან უნდა გაიხსნას შევსების ვენტილი და სისტემიდან გამოიდევნოს შეკუმშული ჰაერი. ამასთან, აირბალონიანი მოწყობილობის მანომეტრის ჩვენება ნულამდე უნდა შემცირდეს;“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ აირბალონიანი მოწყობილობის კონსტრუქცია და მწარმოებლის დოკუმენტაცია მოითხოვს შესაბამისობის შეფასების განსხვავებულ პროცედურას, მაშინ ინსპექტირების ორგანომ უნდა დანერგოს და განახორციელოს შესაბამისობის შეფასება სათანადო პროცედურით.“.

7. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის   შეფასების შედეგების გაფორმება“;

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აირბალონიანი მოწყობილობის ინსპექტირების სერტიფიკატისა და ოქმის ასლები ინახება ინსპექტირების ორგანოს მიერ სათანადოდ დაცულ ადგილას, სულ მცირე, აირბალონის სავალდებულო პერიოდული შემოწმების ვადის განმავლობაში.“.

8. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აირბალონების ექსპლუატაციაში დაშვების მაქსიმალური ვადა განისაზღვრება აირბალონების ქარხანა-დამამზადებლის მიერ, მაგრამ არაუმეტეს  20 წლისა მისი დამზადების თარიღიდან.“.

9. დანართი №2  ჩამოყალიბდეს თანდართული  რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



„დანართი №2

აირბალონიანი მოწყობილობის მონტაჟის დეკლარაცია


 მონტაჟის განმახორციელებელი სერვისის საწარმო:

რეგისტრაციის ნომერი:

დასახელება:

მისამართი:

პასუხისმგებელი პირის ტელეფონი:

 

დეკლარაცია გაფორმებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების - „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნების შესაბამისად

აირბალონიანი ასს-ის მარკა, მოდელი:

 

აირბალონიანი ასს-ის სახელმწიფო სანომრე ნიშანი:

 

ასს -ზე დამონტაჟებული აირბალონიანი მოწყობილობის კომპონენტების დამამზადებელი:

-

-

-

ასს-ზე განთავსებული აირბალონების საქარხნო №

 

უფლებამოსილი პირის მიერ ქვემოთ ხელმოწერით, მონტაჟის განმახორციელებელი სერვისის საწარმო კისრულობს პასუხისმგებლობას აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების შესაბამისობაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან:

თარიღი:

-------------------------

 

 

მონტაჟზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი:

-------------------------

 

 

მონტაჟზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:

-------------------------

 .“.