დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 164 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/04/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/04/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 120200010.10.003.019229 |
|
„იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/03/2014, 120200010.10.003.017862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში: 1. მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე. 2. სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები. 3. იურიდიული დეპარტამენტის მოსამსახურეები. 4. გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მოსამსახურეები. 5. ეკონომიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები. 6. ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 7. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 8. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები. 9. საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეები. 10. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 11. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 12. საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს (დეპარტამენტი) მოსამსახურეები. 13. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეები. 14. ობიექტების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 15. სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 16. კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის მოსამსახურეები. 17. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მოსამსახურეები. 18. დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 19. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 20. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 21. ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 22. მიგრაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები. 23. ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეები. 24. სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები. 25. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები