„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1276
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/03/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 13-14, 08/04/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 12/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 130.030.000.05.001.000.334
  • Word
1276
04/03/1998
პარლამენტის უწყებანი, 13-14, 08/04/1998
130.030.000.05.001.000.334
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონში

ცვლილებისა  და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წლის 21 ნოემბერი, №27-28/4) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.“.

2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.”.

3. მე-17 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წარდგინება კონკრეტული ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის შესახებ.“.

4. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ნებისმიერი ხარისხის მქონე ინფორმაციას.“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                               ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 4 მარტი.

№1276–IIს