დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1300 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 20/03/1998 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 15-16, 30/04/1998 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 370.030.000.05.001.000.340 |
საქართველოს კანონი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №23-24, 7 ივნისი, 1997) მე-2 მუხლში სიტყვები „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ 1998 წლის 22 მარტამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია გაფორმდეს 1999 წლის 1 თებერვლამდე“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1998 წლის 20 მარტი.
№1300–IIს
დოკუმენტის კომენტარები