„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/06/2016
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016164
7
15/04/2016
ვებგვერდი, 20/04/2016
300380000.16.009.016164
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №7

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 462 მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში (სსმ III, 16.07.2009, №87, მუხ. 933; სარეგისტრაციო კოდი: 300.380.000.16.009.013.285) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-19 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაწილების ლიცენზიატისთვის ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად.“;

ა.ბ) მე-16 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:

„161. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოებს:

ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს განაწილების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე განაწილების ლიცენზიატის წერილობითი მითითებები;

ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადით  მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებელისთვის განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №4, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს, განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.“

ა.გ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 181 პუნქტი:

„181. ამ წესების მიზნებისათვის, დაუშვებელია დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელზე 100 კუბ.მ/სთ მეტი მისაერთებელი სიმძლავრით ახალი მომხარებლის მიერთება.“

ა.დ) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.“

ა.ე) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21-ე პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური“ შემცირდება - განახევრდება.“.

ბ) 191 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების შესახებ პირმა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიატს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე  - განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,  ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-19 და 191 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით.“;

ბ.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია  მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო განაწილების ლიცენზიატი  ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს.“;

 5. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია  განაცხადის დამტკიცების შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მის სააბონენტო ნომერზე შეიტანოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50 პროცენტი (გარდა ამ მუხლის 51 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). დარჩენილი თანხის გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამუშაოების დასრულებიდან (მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენიდან) 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ მიერთების საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.“

ბ.დ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51.  თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, გამანაწილებელ ქსელზე მიერთებას, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ განაწილების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან:

ა) გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა (წესების 19-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნეს მხოლოდ განაწილების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.“

ბ.ე) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და განაწილების ლიცენზიატთან  საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-10 მუხლის შესაბამისად.“

ბ.ვ) მე-11 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, განაწილების ლიცენზიატის მიერ მიერთების მსურველს ტექსტური შეტყობინება უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მიერთების მსურველის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე; ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა დასტურდება, შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მიერთების მსურველს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. მიერთების მსურველს უფლება აქვს, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე განაწილების ლიცენზიატისგან მოითხოვოს:

ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა  - ცხელ ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით;

ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა - წერილობითი ფორმით;

გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება - ცხელი ხაზის მეშვეობით ან წერილობითი ფორმით.“

გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მომხმარებელი ვალდებულია, განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ და მიმართოს მას „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე  - განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით.“

გ.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „საცალო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 და 191 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.“

გ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში,  ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი  საფასური 5 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.“

გ.დ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №4-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს.“

გ.ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია  დანართით №3 და დანართით №4.“

გ.ვ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62პუნქტები:

„61. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-19 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი მომხმარებლის (მომხმარებლების) მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №4, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

62. გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუ  განაწილების ლიცენზიატის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნით  მოწყობილ იქნა  დამატებითი  მრიცხველი.“

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური” (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №3

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური

1. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური განისაზღვრება მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი წნევის საფეხურისა და სიმძლავრის მიხედვით:

I

II

III

IV

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ

გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა
(სამუშაო დღე)

მიერთების საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

 

დაბალი წნევა

0-6

40

400

6 დან -10

40

1800

10 დან -16

40

2800

16 დან -25

45

3000

25 დან -40

45

3500

40 დან -65

45

11500

65 დან -100

60

12500

2. თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთებას, ერთობლივი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით.  იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ., მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 60 სამუშაო დღეს.“.

3. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა

და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

მომხმარებლის წნევის საფეხური

სიმძლავრეკუბ./სთ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური (ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

დაბალი წნევა

0-6

10

170

6 დან -10

10

300

10 დან -16

10

750

16 დან -25

10

900

25 დან -40

10

1400

40 დან -65

10

8300

65 დან -100

10

9000

საშუალო წნევა

0 -100

15

14000

100 დან -160

20

14250

160 დან -250

20

14500

250 დან -400

20

15000

400 დან –650

20

17000

650 დან -1000

20

17500

1000 დან –1600

20

18000

1600 დან -2600

20

20000

2600 დან -4000

20

23000

4000 დან -6400

20

25000

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი ივნისიდან. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია