„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 15/04/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2016
სარეგისტრაციო კოდი 400020010.16.009.016163
6
15/04/2016
ვებგვერდი, 20/04/2016
400020010.16.009.016163
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №6

2016 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე

 


,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვადგენთ:

მუხლი 1
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებაში (სსმ III, 01.12.2008, №170, მუხ. 1748 სარეგისტრაციო კოდი 400.020.010.16.009.012.444) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“:

ა) მე-6 მუხლის:

ა.ა) მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თუ მომხმარებლის სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი აღემატება 15 მმ-ს ან, თუ მომხმარებელი ითხოვს დამატებითი აღრიცხვის კვანძის მოწყობას, რომელიც არ გამომდინარეობს აღრიცხვიანობის  სიზუსტის ან ტექნიკური აუცილებლობიდან,  წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ამ წესების დანართით №4 გათვალისწინებულ ვადაში, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დანართით №4 განსაზღვრული მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური.“:

ა.ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11  პუნქტი:

„11. წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოაწყოს აღრიცხვის კვანძი გაუმრიცხველიანებელ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს ამ მუხლში მოცემული ვალდებულებების შესრულება. იგი პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვასა და ამ სამუშაოების სათანადოდ შესრულებაზე. დაუშვებელია მომხმარებელს დაეკისროს ამ პუნქტის საფუძველზე შესრულებული სამუშაოებისთვის, აღრიცხვის კვანძის მოწყობის ან/და სასმელის წყლის წყალმომარაგების სისტემის მოწყობისათვის რაიმე თანხის გადახდა, საშუალების შეძენა ან/და რაიმე სახის სამუშაოების შესრულება;

ბ) სამუშაოების დაწყებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს მომხმარებელს სამუშაოების დაწყების თარიღის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოები საჭიროებს მომხმარებლის დაცულ ტერიტორიაზე შესვლასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას, მომხმარებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს წყალმომარაგების ლიცენზიატის წარმომადგენლების დაშვება მის კუთვნილ ტერიტორიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, შესაბამის მომხმარებელს შეუწყვიტოს სასმელი წყლით მომარაგება;

გ) მომხმარებელთან აღრიცხვის კვანძი მოაწყოს და შესაბამისი სამონტაჟო სამუშაოები შეასრულოს ისე, რომ არ გამოიწვიოს მომხმარებლის წყალმომარაგების შიდა ქსელის გადაკეთება, ამ მომხმარებელთან წერილობითი ფორმით წინასწარ შეთანხმების გარეშე.“

ბ) მე-11 მუხლის:

ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასმელი წყლის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით” დადგენილი წესით.“

ბ.ბ) მე-10 და 111  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მომხმარებლის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის აღრიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველის ტექნიკურ მოთხოვნებს (ან სცილდება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას), ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობა განისაზღვრება მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში ამ მომხმარებლის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის საშუალო თვიური მოხმარებიდან. ცდომილებით აღრიცხვის პერიოდზე მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის განსაზღვრის შემდეგ უნდა მოხდეს მოხმარებული სასმელი წყლის დარიცხული ღირებულების კორექტირება. ამასთან, მომხმარებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მომხმარებელს ან მოხდეს ამ თანხის მომდევნო ანგარიშსწორებისას გაქვითვა (მომხმარებლის სურვილისამებრ). ამ პუნქტით განსაზღვრული მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს სამ კალენდარულ თვეს.“

 „111. სასმელი წყლის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე.“;

გ) მე-18 მუხლის:

გ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების წესები და მოთხოვნები (წესების მე-18 და 181 მუხლები)  ვრცელდება  მხოლოდ  იმ საცხოვრებელი  ბინის, საწარმოს  ან სხვა ობიექტის  წყალმომარაგების სისტემასთან  მიერთებაზე,  რომელიც  არ არის მიერთებული  წყალმომარაგების  სისტემასთან  და არ ხდებოდა მისთვის  სასმელი  წყლის მიწოდება ან/და წყალარინება კანონმდებლობით    დადგენილი პირობების შესაბამისად, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ აბონენტად  რეგისტრაციის მოთხოვნა.“

4.  წყალმომარაგების   სისტემაზე   ახალი  მომხმარებლის   მიერთების საფასური  არ ვრცელდება:

ა) იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის  წყალმომარაგებაზე, რომელზეც ხდება  (ან  ხდებოდა)  მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად წყალმომარაგება;

ბ) უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებაზე;

გ) სასმელი    წყლის    მიღების ან/და წყალარინების მიზნით წყალმომარაგების სისტემაზე დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში).“

გ.ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების გაყოფის შემთხვევაში, გამოყოფილი ქონების მესაკუთრის გამოყოფილი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება უნდა განხორციელდეს 181 მუხლის  მე-9 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.“

გ.გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის (ამ წესების შესაბამისად სრულად ან ნაწილობრივ) გადახდის შემდეგ, ახალი მომხმარებლის (ან მომხმარებლების) წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოები (სრული ტექნოლოგიური ციკლი) განახორციელოს დასახლებათა (ქალაქი, დაბა, სოფელი) ტერიტორიულ საზღვრებში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მფლობელობაში არსებული წყალმომარაგების სისტემიდან 100 მეტრის რადიუსში.“

გ.დ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-15 და მე-16 პუნქტები:

„15. ამ წესების შესაბამისად, ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის არ მქონე ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება და სასმელი წყლით მომარაგების დაწყება დაუშვებელია, სანამ არ მოხდება ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის მოწყობა (ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად).

16. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის წყალმომარაგება, მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატის უფლებამოსილებას განეკუთვნება აღნიშნულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, აღრიცხვის კვანძის მოწყობა და წყალმომარაგების სისტემაზე შეჭრის სამუშაოების შესრულება. ამასთან:

ა) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საფასურის შესაბამისად მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით - ამ სამუშაოების შედეგად შექმნილი სასმელი წყლის მომარაგების ქსელი, მათ შორის აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა), ასევე წყალარინების ქსელი, მათ შორის მომხმარებლის ტერიტორიასთან (ნაგებობასთან) მოწყობილი მიმღები ჭა, წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.  

ბ) თუ ახალი მომხმარებლის მიერთება ხდება ურთიერთ შეთანხმებით და ამ მიერთებაზე არ ვრცელდება ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური - აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად აღრიცხვის კვანძის მდებარეობისა) წარმოადგენს წყალმომარაგების ლიცენზიატის საკუთრებას.“

დ) 181 მუხლის:

დ.ა) მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის 21  პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე) წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 დღის განმავლობაში;

21.  თუ ადგილი აქვს მშენებარე მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებას, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ დაამტკიცოს განაცხადი (დატოვოს ის განუხილველად), თუ წყალმომარაგების ლიცენზიატს ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნის შესახებ ერთობლივი განაცხადით არ მიმართავს ამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა არანაკლებ 50 პროცენტისა, ამასთან:

ა) წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ, განმცხადებლის მიერ წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში;

ბ) აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა (წესების 181-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), შესაძლებელია განხილულ იქნას მხოლოდ წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში.“

დ.ბ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური, ასეთი სახის ობიექტის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების მშენებლობა უნდა განხორციელდეს წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა სამშენებლო საწარმოს მეშვეობით). შეუთანხმებლობის მიუხედავად, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის მოქმედების ვადაში მისი ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია. მიერთების ტექნიკური პირობა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) არსებულ მილსადენზე მიერთების წერტილს;

ბ) მისაერთებელი მილის დიამეტრს;

გ) მისაერთებელ წარმადობას (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად);

დ) არსებული მილსადენზე მიერთების წერტილში დაწნევას (სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების შემთხვევაში)."

 „10. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 2 წელზე ნაკლები. დაუშვებელია წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. ტექნიკურ პირობის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.“;

დ.გ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-11- მე-15 პუნქტები:

„11. მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას, წყალმომარაგების  ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის არსებულ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან.

12.  ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო  სამუშაოებს,

ა) მიერთების მსურველი ვალდებულია:

ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ა.ბ) წინასწარ წერილობით აცნობოს წყალმომარაგების ლიცენზიატს მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე წყალმომარაგების ლიცენზიატის  მითითებები;

ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, განაცხადით  მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელზე შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ მომხმარებლისთვის განაცხადით მოთხოვნილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (ამ მრიცხველებზე, დანართით №4 განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტის შესაბამისად), ხოლო დანარჩენი თანხა გადაიხადოს წყალმომარაგების დაწყების თარიღიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მიმართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს ამ განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.

13. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართი №4-ით, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.

14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევაში, „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური“ განახევრდება.

15. „ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის“ ან  „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ   ვადაში გადაუხდელობის ან/და წყალმომარაგების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის დარიცხული საფასურის გადახდის განაწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის დავალიანებაში და იმოქმედოს ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.“;

ე) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 19. მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების მოცულობების გაზრდა

1.  მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს წყალმომარაგების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია).

2. მომხმარებელი ვალდებულია, „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე.

3. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ისე განაცხადში მითითებული საშუალებით – წერილობით ან ელექტრონულად. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, უარი უნდა იყოს დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 10 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე.

4. განაცხადში ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდეს შემდეგი გარემოებები: თუ მომხმარებლის მოთხოვნა არ განეკუთვნება ამ წესებით გათვალისწინებული მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შემთხვევას ან განაცხადი არ არის სრულყოფილი ან/და შევსებულია ხარვეზით (მათ შორის, თუ განაცხადი არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით). ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში.

5. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაადგინოს მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა განაცხადის მიღებისთანავე. მომხმარებლის სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე და წყალარინების ქსელზე დასაშვები მოცულობა (მილსადენის დიამეტრი და დასაშვები გამტარუნარიანობა) დგინდება ამ მომხმარებლის აღრიცხვის კვანძიდან გამომსვლელი მილის დიამეტრის (ან აღრიცხვის კვანძის არ არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელთან შემსვლელი მილის დიამეტრის) შესაბამისი დასაშვები გამტარუნარიანობის მაქსიმუმით (სასმელი წყლით მომარაგების წარმადობა მოცემულია ამ წესების დანართში №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე).

6. „საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ განაცხადის  მიღების შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ უნდა მოხდეს განაცხადში მოცემული მოთხოვნის შესაბამისად, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა (სრული ტექნოლოგიური ციკლით  უზრუნველყოფა) და მოთხოვნილი მოცულობით სასმელი წყლის მიწოდება ან/და წყალარინების მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, ამ წესების პირობების შესაბამისად.

7. წყალმომარაგების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური განისაზღვრება ამ წესების დანართით №3 დამტკიცებული ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების საფასურის ოდენობით (სასმელი წყლის წყალმომარაგების ქსელზე მიერთების ან/და წყალარინების ქსელზე მიერთების შესაბამისი შეთავაზებულ პაკეტზე დადგენილი საფასურით).

8. წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია, საცალო მომხმარებლის მიერ წყალმომარაგების მოცულობის გაზრდის შესახებ“ მოთხოვნის შესასრულებლად საჭირო სამუშაოები და სხვა მოქმედებები შეასრულოს იმ ვადაში, რა ვადაც განსაზღვრულია დანართით №3, შესაბამის შეთავაზებულ პაკეტზე. მოცემული სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში (პერიოდში) დაუსრულებლობის შემთხვევაში, ახალი მომხმარებლის მიერთების შესაბამისი საფასური განახევრდება.“;

ვ) ამოღებულ იქნეს 27-ე მუხლის მე-7  და მე-8 პუნქტები;

2. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4).”.

3. დადგენილების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური (დანართი №4)“  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური

1. მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეთავაზებული პაკეტის მიხედვით:

ა) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური:

I

II

III

სასმელი წყლის მრიცხველის დიამეტრი, მმ

აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის ვადა (სამუშაო დღე)

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და შეჭრის საფასური

(ლარი, დღგ-ის ჩათვლით)

15

15

100

20

15

110

25

15

200

32

20

230

40

 

20

1250

50

20

1490

 

80

25

2400

100

25

2590

150

25

3850

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია