დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 196 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/10/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 135, 02/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №196
2009 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს საჯარო სკოლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მასწავლებლების, საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისა და ზოგიერთი დაწესებულების აღმზრდელთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 21 ნოემბრის №256 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წელი, №165, მუხლი 1813) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2010 წლისათვის ჯანმრთელობის დაზღვევის დასაფინანსებლად განკუთვნილი სადაზღვევო ვაუჩერების დაბეჭდვა და დარიგება არა უგვიანეს 2009 წლის 15 დეკემბრისა.“.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული „2008-2013 წლებისთვის დამზღვევთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გადასაცემი სადაზღვევო ვაუჩერის პირობების“:
ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სადაზღვევო ვაუჩერების ბეჭდვასა და დარიგებას სამინისტრო უზრუნველყოფს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში, არა უგვიანეს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის 15 დეკემბრისა.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დამზღვევის მიერ ნებაყოფლობით სადაზღვევო ორგანიზაციების შერჩევისა და სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვროს სადაზღვევო პერიოდის წინა კალენდარული წლის 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდი.“;
გ) მე-10 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„10. 2010 წელს სადაზღვევო მომსახურების მისაღებად დამზღვევებს უნდა ჰქონდეთ მოქმედი შრომითი ხელშეკრულება დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის დაწესებულებასთან 2009 წლის 1 ნოემბრისათვის.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები