„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 28, 07/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 17/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.568
  • Word
450
16/09/2004
სსმ, 28, 07/10/2004
240.090.000.05.001.001.568
„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 97) საქართველოს კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზირება

1. ლიცენზირებას ექვემდებარება საქართველოს წიაღის გეოლოგიური შესწავლის მიზნით განხორციელებული, ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოგიური საქმიანობა.

2. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე გეოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტს.

3. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს ფიზიკურ და იურიდიულ პირზე.

4. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.

5. საქართველოში გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზია ძალაში შედის ლიცენზიის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის ამოქმედების დღიდან.“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომელიც „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების გარდა უნდა შეიცავდეს:

ა) მონაცემებს ლიცენზიის მაძიებელ სუბიექტში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტების შესახებ;

ბ) ინფორმაციას გეოლოგიური საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების ფლობის შესახებ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სამინისტროს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.“.

3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამინისტრო, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის მაძიებლის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაციის ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობის ადგილზე შემოწმების შემდეგ.“.

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი

1. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

2. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.

3. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს კონტროლის ღონისძიებათა რეესტრს.“.

5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გეოლოგიური საქმიანობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.“.

6. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გეოლოგიური საქმიანობის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს აწარმოებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეაქვს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმებისა და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 16 სექტემბერი.

№450-IIს