დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 289 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.22.034.016543 |
289
31/05/2016
ვებგვერდი, 02/06/2016
310150000.22.034.016543
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
|
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„183. სპეციალისტი – სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) საექსპერტო შემოწმების სამმართველოს საექსპერტო განყოფილების თანამშრომელი, სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს (მთავარი სამმართველო) ქ. თბილისის სამმართველოს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილებისა და რეგიონალური მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი, აგრეთვე პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დაკისრებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები