„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 10/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.001.577
  • Word
495
26/10/2004
სსმ, 32, 10/11/2004
140.030.000.05.001.001.577
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ.187) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია, კანონები, ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების ნორმატიული აქტები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.“.

2. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას კონტროლს უწევს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.“.

3. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს პოლიცია თავის მოვალეობას ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს პოლიციის სტრუქტურული დანაყოფები შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასა და მის უშუალო დაქვემდებარებაში.“;

გ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პოლიციის თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.“.

5. 32-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტისა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტი, მასში შემავალი სამმართველოები, განყოფილებები და სხვა სტრუქტურული ერთეულები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.“;

გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიკვიდაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისი სალიკვიდაციო კომისიის შექმნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 26 ოქტომბერი.

№495-IIს